• GEO ENG
  • ანა პაპკიაური

    იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

    გააჩნია 5 წლიანი გამოცდილება ბიზნეს სამართლის სფეროში. სანამ შპს დელტა კაპიტალის გუნდს შეუერთდებოდა, 2016 წლიდან შპს დელტა კომმში ეკავა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა იურიდიულ კომპანიებში შპს ჯეი ენდ თი ქონსალთინგი და  შპს ეფ ელ ესში მთავარ იურისტად. აგრეთვე, სამუშაო გამოცდილება მოიცავს თბილისის მერიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს. ანა პაპკიაურს გააჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის დიპლომი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ბიზნეს სამართალში. 2014 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2015 წლიდან არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

    უკან დაბრუნება