• GEO ENG
  • ჩვენი პრინციპები

    ჩვენი პრინციპი, რომელიც  კორპორატიულ ღირებულებებს შეესაბამება, არის: ხარისხი, ამბიცია და გამჭირვალობა.

     

    ჩვენი გრძელვადიანი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეგვიძლია თითოეული დაფინანსებული პროექტი მეტად ღირებული გავხადოთ. ეს კი საქმის პროფესიონალურად შესრულების შედეგია.

     

    ჩვენი  სტრატეგია განვითარებასთან დაკავშირებით, ეყრდნობა  წარმატებული შედეგების მიღწევას ჩვენი კლიენტებისათვის. ჩვენი მიზანია  გვყავდეს თანამშრომლები, რომლებიც  აცნობიერებენ ურთიერთპასუხისმგებლობას და ასევე, ითვალისწინებენ ჩვენი ფირმის კორპორატიულ კულტურას.

     

    ეჭვგარეშეა, რომ „დელტა კაპიტალში“ დასაქმებული თითოეული თანამშრომელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს კლიენტებისა და ინვესტორების ინტერესების გათვალისწინებით. კომპანიას გააჩნია შორს მიმავალი მიზნები და მოკლევადიანი სარგებლის მიღებაზე არ არის ორიენტირებული. მაღალი ეთიკური სტანდარტების შექმნით ვაცნობიერებთ, რომ თითოეული ჩვენი ქმედება უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, რაც კლიენტებს საშუალებას მისცემს დარწმუნდნენ გაწეული მომსახურების მაღალპროფესიონალიზმში.