• GEO ENG
  • კაპიტალში ინვესტირება

    შპს „დელტა კაპიტალი“ აფინანსებს კომპანიებს კაპიტალში ინვესტირების გზით, აღნიშნული უზრუნველყოფს განვითარების მხარდაჭერასა და დინამიურ ზრდას, რაც ესაჭიროება კერძო მეწარმეებს. კაპიტალში ინვესტირების საფუძველს წარმოადგენს პროექტის  მოსალოდნელი ფულადი სახსრების მოძრაობა და კლიენტის ან/და კომპანიის  წილის/აქციების წინასწარ შეთანხმებული პირობებით უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა. ინვესტიციის პირობები დამოკიდებულია რისკებსა და მოსალოდნელ შემოსავლიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია თითოეულ პროექტთან. აგრეთვე, მნიშვნელოვანია დასაფინანსებელი კომპანიის კაპიტალური სტრუქტურა.

     


    კაპიტალში ინვესტირების პირობები:

     

    “თუმცა, აღნიშნული დიაპაზონიდან გამონაკლისი დასაშვებია კონკრეტულ შემთხვევებში.”

     

    “უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა განხილულ იქნას კონკრეტულ შემთხვევებში, მაგალითად 10 წლამდე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის.”

     

    “პროექტის ან კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა განხილულ იქნას საკონტროლო პაკეტში ინვესტირება, თუმცა ძირითად შემთხვევებში დელტა კაპიტალის ინვესტიცია განისაზღვრება არასაკონტროლო პაკეტში ინვესტირებით.”

     

    “დელტა კაპიტალის მოთხოვნილი უკუგების ნორმა ეყრდნობა ძირითადი ტიპის რისკების ერთობლიობას. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ცნობილი ხდება მხოლოდ კლიენტისათვის.”

     

    “კერძო კაპიტალში ინვესტირებისათვის დელტა კაპიტალი იყენებს სხვადასხვა სახის სტრატეგიას, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება growth capital, venture capital და ა.შ.”

     

    “კაპიტალში ინვესტირების ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ასევე განისაზღვრება დამატებითი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულება. დამატებითი მოსაკრებლები გულისხმობს: ხელშეკრულების გაფორმების საკომისიოს, აქციების/წილების უკან გამოსყიდვის ვადის დარღვევის საკომისიოს და ა.შ.”

     

    “გასვლის სტრატეგია დამოკიდებულია კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობაზე და სრულდება აქციების/წილების გამოსყიდვით კომპანიის ან მისი მფლობელების მიერ, წინასწარ შეთანხმებული პირობებით. ეს პროცესი ჩვეულებრივ უკავშირდება კომპანიის ეფექტურობას გამოყვანილი ფორმულებით: EBITDA მულტიპლიკატორი ან სხვა ზრდის მაჩვენებელი ფორმულა. ხშირ შემთხვევაში გამოყენებული არის გასვლის მულტიპლიკატორი EV / EBITDA.”

     

     “დელტა კაპიტალი ითხოვს წილების გირავნობას, რათა გარანტირებული იყოს აქციების/წილების გამოსყიდვა შეთანხმებულ პერიოდში. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში თუ კომპანია არის განვითარების საწყის ეტაპზე ან/და მას არ გააჩნია ღირებული აქტივები კომპანიის ბალანსზე, შესაძლოა უზრუნველყოფა გახდეს მხარეთა მოლაპარაკების საგანი.”

     

    „ტიპიური პროექტის ფინანსური კოვენანტები წარმოადგენს კაპიტალში ინვესტირების პაკეტის განუყოფელ ნაწილს. ასეთი კოვენანტები, რომელიც განსაზღვრავს დავალიანების ლიმიტს, გარკვეულ ფინანსურ კოეფიციენტების დაცვასა და სხვადასხვა მსგავს საკითხებს, შეთანხმდება კლიენტთან.“

     

    სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით დელტა კაპიტალი არის კლიენტის საიმედო ფინანსური პარტნიორი. ჩვენ არ ვაიძულებთ გაყიდვას ან drag-along უფლების გამოყენებას. ანუ იმის მაგივრად რომ ვაიძულოთ მეწარმეს/მესაკუთრეს გაასხვისოს საკუთარი კომპანია მესამე პირებზე (როგორც ამას სხვა კომპანიები აკეთებენ), დელტა კაპიტალი უბრალოდ მოითხოვოს საკუთარი აქციების/წილების გამოსყიდვას. აღნიშნული უფლება გარანტიას იძლევა, რომ თუ არსებული აქციონერი/პარტნიორი გაყიდის საკუთარ წილს, დელტა კაპიტალი იტოვებს უფლებას შეუერთდეს გარიგებას და გაყიდოს თავისი წილი მესამე პირზე იმავე პირობებით, რომლებიც გამოიყენება არსებულ აქციონერთან/პარტნიორთან.