• GEO ENG
  • სესხები

    შპს „დელტა კაპიტალი“ ახდენს პროექტებისა და კომპანიების დაფინანსებას სესხების მეშვეობით. სესხის გაცემის საფუძველს წარმოადგენს პროექტის  მოსალოდნელი ფულადი სახსრების მოძრაობა და კლიენტის გადახდისუნარიანობა შეთანხმებულ პერიოდში. შპს „დელტა კაპიტალის“ სესხები განსაზღვრულია ვალუტაში, რომლის მიმართ ხდება ყველა მსოფლიო ვალუტის შეფასება - „აშშ დოლარი“.

     


    სესხის პირობები:

     

    "თუმცა, აღნიშნული დიაპაზონიდან გამონაკლისი დასაშვებია კონკრეტულ შემთხვევებში."

     

    “სესხის დაფარვა ხდება თანაბარი, ყოველთვიური შენატანების საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა განხილულ იქნას უფრო ხანგრძლივი პერიოდი, მაგალითად 15 წლამდე, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის.“

     

    "რამდენადაც პროცენტის ტიპს პირდაპირ გავლენა აქვს მოგებაზე, უმჯობესი იქნებოდა პროექტის ფინანსური სტრუქტურა დეტალურად განხილულიყო ჩვენ პროფესიონალ გუნდთან ერთად."

     

    "დელტა კაპიტალის სესხები დაფუძნებულია მიმდინარე საბაზრო განაკვეთებზე და მათი განსაზღვრა ხდება კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებით. საბაზისო განაკვეთს ემატება მარჟა. მარჟა წარმოადგენს ქვეყნისა და პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე რისკთა კომბინაციას. ინფორმაცია კონფიდენციალურია მხარეებს შორის."

     

    “სესხები გამოირჩევა მაღალი მოქნილობით, რათა მოხდეს ისეთი პროდუქტის გაცემა, რომელიც სრულად შეესაბამება კლიენტისა და პროექტის საჭიროებებს.“

     

    „სესხის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ასევე განისაზღვრება დამატებითი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულება. დამატებით მოსაკრებელი გულისხმობს: ხელშეკრულების გაფორმების საკომისიოს, სესხის წინსწრებით ან ვადაგადაცილებით დაფარვის საკომისიოს და ა.შ.“

     

    o   უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა

    o   მოძრავი ქონების გირავნობით დატვირთვა

    o   კომპანიის წილების გირავნობით დატვირთვა

    „შპს „დელტა კაპიტალი“ ძირითადად დასაფინანსებელი კომპანიებისაგან ითხოვს სესხის უზრუნველყოფას. სესხის უზრნველყოფის საშუალებად ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას მსესხებლის ალტერნატიული აქტივები ან/და მოხდეს სესხის კონვერტაცია წილებში. თითოეული უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება შესაძლებელია გახდეს მხარეთა მოლაპარაკებების საგანი.“

     

    „ტიპიური პროექტის ფინანსური კოვენანტები წარმოადგენს სესხის პაკეტის განუყოფელ ნაწილს.  ასეთი კოვენანტები, რომელიც განსაზღვრავს დავალიანების ლიმიტს, გარკვეულ ფინანსურ კოეფიციენტების დაცვასა და სხვადასხვა მსგავს საკითხებს, შეთანხმდება კლიენტთან.“

     

    “ჩვენ ვთავაზობთ გადახდის მოქნილ გრაფიკს, რომელიც მორგებულია კომპანიის ზრდის სტრატეგიაზე. შესაძლოა განხილულ იქნას საშეღავათო პერიოდი სპეციფიკური პროექტისათვის.“