• GEO ENG
  • ღირებულებები

    კომპანიის ღირებულებები იმ პრინციპებს აერთიანებს, რაც ჩვენი მისიის განხორციელებისა და მიზნის მიღწევის საშუალებას გვაძლევს. ყოველდღიურ საქმიანობაში მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციებული ქმედებები სრულად ეფუძნება აღნიშნულ ღირებულებებს.

     

    ჩვენ ვალდებულნი ვართ კლიენტებსა და ინვვესტორებს საუკეთესო მომსახურება გავუწიოთ, უპირველეს ყოვლისა, ბიზნეს ეთიკის პრინციპების დაცვით. ჩვენი და ჩვენი კლიენტების ინტერესები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს და ამისათვის, მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება.

     

    გუნდური მუშაობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. თითოეული ჩვენი პარტნიორი თუ კლიენტი ჩვენგან იმსახურებს პატივისცემასა და დაფასებას კომპანიის წინსვლაში შეტანილი წვლილისათვის.

     

    ეფექტური კომუნიკაცია უმთავრესია გუნდური მუშაობისათვის. ეფექტური კომუნიკაციის შედეგად გამოთქმული ყველა  აზრი თუ  შეხედულება იმსახურებს მხარდაჭერას და საბოლოოდ გვეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.