• GEO ENG
  • ინვესტიციების  ძირით...

    ინვესტიციების ძირითადი სახეობების პრინციპები

    ნებისმიერი საინვესტიციო საქმიანობა პირველ რიგში მიზნად ისახავს ინვესტირებული თანხის საშუალებით მოგების მიღებას და ამით დადებითი სოციალური ეფექტის მიღწევას. რაც თავის მხრივ,  გარკვეულ პრინციპებს ეფუძნება, რომელთა შესრულებაც დასახული მიზნის მიღწევის საწინდარია.

    საინვესტიციო საქმიანობის ძირითადი პრინციპები მდგომარეობს შემდეგში:

    • ნებაყოფლობითი საინვესტიციო საქმიანობის პრინციპი - თითოეულ საწარმოს აქვს უფლება გადაწყვიტოს, განახორციელოს  თუ არა   საინვესტიციო საქმიანობა;
    • საინვესტიციო საქმიანობის დაცულობა - ნებისმიერი ინვესტიცია დაცული უნდა იყოს კანონით.
    • საინვესტიციო საქმიანობის ყველა სუბიექტის თანასწორობა - მათი საქმიანობის სახეობისა და საკუთრების ფორმების მიუხედავად;
    • საინვესტიციო საქმიანობის თავისუფლება -  თავისუფლება  მდგომარეობს  საინვესტიციო საქმიანობის მონაწილეების  მიერ საინვესტიციო კრიტერიუმების შეუზღუდავი არჩევის საშუალებაში;
    • საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი არის საწარმოს საინვესტიციო საქმიანობაში ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ან სხვა კერძო   ან იურიდიული პირების არ ჩარევა. (ამისთვის ყველა საინვესტიციო საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით)

    უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საინვესტიციო საქმიანობაში მონაწილეთა შორის ყველა ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებით ან კონტრაქტით.

    კონტრაქტი – ძირითადი  სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს ყველა ურთიერთობას საინვესტიციო საქმიანობის სუბიექტებს შორის.

    საინვესტიციო საქმიანობის პრინციპ სისტემურობა.

    საინვესტიციო პროექტის განხორციელების პროცესში, კომპლექსური სისტემა იქმნება, შედგება რიგი ფაქტორებისგან და ელემენტებისგან, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ დასახული მიზნების მიღწევაზე. სწორედ ამიტომ, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებამდე ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს სისტემური საკითხები, ისეთი როგორიცაა საინვესტიციო პროცესში მონაწილეთა შორის ურთიერთობების ორგანიზება, პროექტის სტრუქტურის შემუშავება და გარემოსთან ურთიერთქმედება.

    საინვესტიციო საქმიანობის პრინციპი - ბანკის ოქროს  წესი

    ამ  პრინციპის   არსი  მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზაცია ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს თანხების მიღებასა და ხარჯვას მკაცრად დადგენილ ვადებში. ვადების დარღვევის შემთხვევაში იკარგება ფასდაუდებელი დრო და ფინანსები ( ეს წამგებიანია ინვესტირებაში მონაწილე ორივე მხარისთვის).

    საინვესტიციო საქმიანობის პრინციპი – რისკების ბალანსი.

    ამ  პრინციპის   არსი  მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი მაღალრისკიანი ინვესტირების განხორცილება უმჯობესია მოხდეს საკუთარი ხარჯებით ან ყველაზე სანდო პარტნიორის დახმარებით, რათა თავიდან იქნას  აცილებული დამატებითი რისკები.

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)