• GEO ENG
  • 10 ყველაზე წარმატებუ...

    10 ყველაზე წარმატებული ვენჩერული ინვესტორი- Forbes-რეიტინგით. ნაწილი 1

    1. ჯიმ ბრეიერი

    კომპანია: Accel Partners

    ინვესტიცია: Facebook

    ლეგენდარული  Accel- ის პარტნიორი, რომელიც შედის  Forbes-ის მილიარდერების სიაში  $1,2 მილიარდიანი ქონებით. მისი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი   იყო  2005 წელს   12,7 მილიონი დოლარის ახალგაზრდა  ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტის მარკ ცუკერბერგის  სტარტაპში - Facebook- ში ინვესტირება.მის  სხვა წარმატებულ ინვესტიციებს შორის არის ჰოლივუდის სტუდია Legendary Pictures, რომელმაც გადაიღო წარმატებული ტრილოგია «ბნელი რაინდი».

    2. მარკ ანდრესენი

    კომპანია: Andreessen Horowitz 

    ინვესტიცია: Skype

    ანდრესენმა   სილიციუმის ველიში რეპუტაცია ჯერ კიდე  1990-იან  წელებში მოიპოვა,  ის იყო   პირველი ბრაუზერების  Mosaic და Netscape  ერთ-ერთი შემქმნელი. როგორც Andreessen Horowitz-ის ინვესტორ-თანადამაარსებელი ყველას დაამახსოვრდა,როგორც  შორსმჭვრეტელი ინვესტორი.  ფონდმა,რომელიც მან  ბენ ჰოროვიცთან ერთად შექმნა  ინვესტირება განახორციელა ისეთი კომპანიებში როგორიცაა: Twitter, LinkedIn და Skype.  მისი ფონდის პორთფოლიოში ასევე არის Airbnb, Instagram  განხორციელებული ინვესტიციები. ანდრესენს გვერდი არც  Facebook-ისთვის ჩაუვლია. ინვესტორი ასევე აქტიურად ლობირებს Google-ის რევოლუციურ ვენჩერულ პროექტებს.

    3. პიტერ ტილი

    კომპანია: Founders Fund 

    ინვესტიცია: Facebook

    PayPal- ის დამაარსებელი,რომლის   ქონებაც  Forbes-მა $1,6 მილიარდად შეაფასა ცნობილია,რ როგორც პირველი ინსტიტუციონალური ინვესტორი,  რომელმაც მარკ ცუკერბერგის   გუნდს  ნახევარი მილიონი დოლარი გამოუყო.  2005 წელს  ტილმა თავის მეგობრებთან ერთად  შექმნა ვენჩერული ფონდი Т Founders Fund  და ჰედჯ ფონდი  Clarium  Capital , რათა განაეხორციელებია  ამბიციური გამოწვევები.

    4. დუგლას ლეონი

    კომპანია: Sequoia Capital

    ინვესტიცია: Rackspace

    2012 წელი ლეონ ფონდისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო . მისი ხელმძღვანელობით, ფონდმა  განახორციელა  ინვესტიცია  Wi-Fi- ტექნოლოგიების განვითარების სამსახური Meraki, რომელიც  შემდეგ წელს შეიძინა IT-გიგანტმა  Cisco  1,2 მილიარდ დოლარად.

    5. რიდი ჰოფმანი

    კომპანია: Greylock Partners

    ინვესტიცია: LinkedIn

    მსოფლიოში ერთ-ერთი  ყველაზე ცნობილი  ვენჩერული ინვესტორი, რომლის  ქონებაც   Forbes-მა   3,1 მილიარდ დოლარად შეაფასა, ის ცნობილია პერსპექტიული საინვესტიციო პროექტების მიმართ სკრუპულოზური  მიდგომით. თავად  ჰოფმანის აღიარებით, ხანდახან მას თან ერთდროულად მინიმუმ  5 მობილური მოწყობილობა  დააქვს, «ახალი დიზაინის და ინტერფეისების შესამოწმებლად».  Greylock- პარტნიორი , რომელიც იდგა  LinkedIn - ის  გვერდით მისი განვითარების საწყის  ეტაპებზე  და დღესაც  იკავებს ადგილს   დირექტორთა საბჭოში. კიდევ  2004 წელს მან    Facebook - ში 400 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა  და ასევე ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც   Zynga-ის პოტენციალი დაინახა.  უკვე როგორც ფონდის პარტნიორმა მან განახორციელა ინვესტიციები Groupon- ში  და Airbnb-ში.

     

     

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)