• GEO ENG
  • საინვესტიციო პროექტე...

    საინვესტიციო პროექტების შეფასების კრიტერიუმები!

    იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება საინვესტიციო პროექტის შექმნასთან დაკავშირებით  ჯერ უნდა გაანალიზოთ მისი ეკონომიკური  და ფინანსური მაჩვენებლები - შეაფასეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

    ანალიზი შეიძლება ეფუძნებოდეს საინვესტიციო პროექტების შეფასების კრიტერიუმებს და მათ უკუგებას. აქ აუცილებელია დაიმახსოვროთ, რომ არსებობს შეფასების მრავალი მოქმედი მაჩვენებელი და ისევე,როგორც ინდიკატორები, რომლებიც გამოიყენება გამოთვლებში. უნდა გვესმოდეს, რომ შეფასება ხორციელდება სხვადასხვა მეთოდებისა და სხვადასხვა კოეფიციენტების საფუძველზე  და კრიტერიუმების შედარება, რის საფუძველზეც ხდება ანალიზი. ამიტომაც შესაძლებელია დაგეგმილი პროექტის ეფექტურობის სხვადასხვა ინტერპრეტაციები.

    პირველ რიგში, საინვესტიციო პროექტების შეფასების კრიტერიუმები ინდიკატორები, რომელთა საფუძველზეც მფლობელი და პოტენციური ინვესტორები, მომავალი ინვესტირების მიზანშეწონილობის შესახებ  იღებენ  გადაწყვეტილებას.

    იმის გასარკვევათ თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს საინვესტივიო საქმიანობა საჭიროა მოხდეს მიმდინარე ხარჯების დათვლა და მათი  მომავალში მისაღებ მოგებასთან შედარება.    მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შეფასებისთვის გამოიყენება ორი ინდიკატორი, რომლებსაც განსხვავებული ფორმირების დრო აქვთ. ზუსტად ამიტომ ხდება  პროექტის შეფასების დროს დროის ფაქტორის (დისკონტირების)  გათვალისწინება.

    ნებისმიერ საინვესტიციო პროექტს გააჩნია საკუთარი ფულადი ნაკადები. ფულადი ნაკადები წარმოადგენს ფულადი სახსრების მიმოქცევას და ასევე ყველა იმ ხარჯს, რომელიც პროექტის რეალიზაციისთვის იხარჯება. ფინანსური ეფექტურობა ხასიათდება საანგარიშო პერიოდის ბოლოს ან საინვესტიციო პროექტის კონკრეტული ეტაპის ბოლოს ფულადი ბალანსის სალ

    დოს მიხედვით. პროექტი ითვლება ეფექტურად, როცა სალდო დადებითია.

    კომპეტენტური ანალიზის ჩასატარებლად აუცილებელია დადგინდეს როგორი ფულადი ნაკადი არსებობს საწარმოში.

    არსებობს ორი ტიპი: ორდინალური და არაორდინალური.  სხვაობა მდგომარეობს სახსრების გადინებაში(ინვესტიციები) და მათ უკან დაბრუნებაში (საინვესტიციო მოგება). ასე რომ, როდესაც არსებობს ინვესტიციების ხარჯების და შემოსავლების მუდმივი ცვლილება – ეს ფულადი სახსრების ორდინალური ნაკადია. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ცვალებადობა არ არის წრფივი – მაშინ ეს ფულადი სახსრების არაორდინალური ნაკადია.  ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გავიგოთ რომელი კრიტერიუმებია საჭირო საინვესტიციო პროექტის ეფექტურობის შესაფასებლად, რადგან  ყველა მათგანი ვერ შეესაბამება არაორდინალური  ფულადი ნაკადების ანალიზსს.

    საინვესტიციო პროექტის  შეფასების დისკონტირებული კრიტერიუმები

    დავიწყოთ კრიტერიუმების გაცნობა, რომლებიც ითვალისწინებენ  ინვესტიციის ეფექტურობაზე დროის ფაქტორის გავლენას.

    სანამ კრიტერიუმებზე გადავალთ მანამდე დავიმახსოვროთ ერთი რამ  -  დისკონტი (ინგლ.) - აღრიცხვა, ფასდაკლება. დისკონტირება დაფუძნებულია იმაზე, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც კი მიღებული იქნება მომავალში, მოცემული მომენტისთვის (დღეისთვის) შეიცავს ნაკლებ სუბიექტურ სარგებლიანობას (ფასეულობას), ვინაიდან დღეს, რომ ეს თანხა მოძრაობაში გაუშვათ და ვაიძულოთ მოგება მოგვიტანოს, მაშინ ერთი, ორი, სამი და ა.შ. წლების შემდეგ იგი არა თუ შენარჩუნდება, არამედ გამრავლდება კიდეც. უადგილო არ იქნება თუ ფრანგულ ანდაზას მოვიშველიებთ: „მონეტა რაკი მრგვალია - დაე იბრუნოს.

    დისკონტირება საშუალებას გვაძლევს განვსაზღროთ იმ თანხის მიმდინარე ფულადი ექვივალენტი, რომელიც მიღებული იქნება მომავალში. ამისთვის საჭიროა მომავალში მოსალოდნელი მისაღები თანხა შევამციროთ, მოცემულ განსაზღვრულ ვადაში მზარდი შემოსავლით რთული ამოცანების წესით.

    ასეთი ანალიზი ხორციელდება, პირველ რიგში, გარკვეული დასაბუთების გამო, საინვესტიციო საქმიანობის დაწყების საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ზუსტი შეფასების არარსებობა აიხსნება ფაქტორებით:

    • ინვესტიციის მოცულობის, მისი სასიცოცხო ციკლის მთელი პერიოდის განმავლობაში არსებული ხარჯების  ზუსტი დათვლის სირთულე;
    • ვალუტის კურსის სტაბილურობის  შეფასების სირთულე, რაც პროექტის ყველა ფულადი სახსრების წარმომქმნელია;

    საინვესტიციო პროექტის  შეფასების დისკონტირებული კრიტერიუმები:

    • სუფთა დისკონტური შემოსავალი -  Net Present Value  (ეს კრიტერიუმი აფასებს პროექტის ღირებულებას. რაც უფრო მაღალია ეს კრიტერიუმი მით უფრო მიმზიდველია პროექტი ინვესტორებისთვის) .
    • დაბრუნების შიდა ნორმა – Internal Rate of Return (კრიტერიუმი განკუთვნილია პროექტის პოტენციური ინვესტორებისთვის. ის აჩვენებს ინვესტიციის რეალიზაციისთვის საჭირო არსებული ხარჯების  მოცულობას. ასევე, ეს მაჩვენებელი განიხილება, როგორც საინვესტიციო პროექტის დაკრედიტებისას საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი.)
    • უკუგების დისკონტური ვადა – Discounted Payback Period (ვადა, რომლის ფარგლებშიც ჩადებული სახსრების დაფარავა მოხდება  დისკონტირებული ფულადი ნაკადებით)
    • ინვესტიციის მომგებიანობის და ხარჯების მაჩვენებელი,  (არის საწარმოს მომგებიანობის მაჩვენებელი  და აჩვენებს  მოგების მოცულობას  ხარჯების გამოკლებით. პროექტი მომგებიანია, თუ ამ მაჩვენებლების მნიშვნელობა აღემატება ერთს).

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)