• GEO ENG
  • რეინვესტირება!

    რეინვესტირება!

    ინვესტორები, ბიზნესის მფლობელები და აქციონერები მუდმივად ეძებენ პასუხს  შეკითხვაზე: «როგორ გავზარდოთ მოგება?», «როგორ გავაუმჯობესოთ ფინანსური მაჩვენებლები?»  და სხვა მსგავსი კითხვები,რომელიც ეხება შემოსავლის ზრდას მიმდინარე საქმიანობიდან.

    ამ კითხვებზე არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი - რეინვესტირება.

    რეინვესტირებას ეძახიან ინვესტიციის განმეორებით,  იმავე ობიექტში განხორციელებას (პირველადი ინვესტირების დროის გასვლის შემდეგ). მისი არსი -  მაქსიმალურად მოკლე დროში კაპიტალის მაქსიმალურ გაზრდაში მდგომარეობს.

    უბრალო სიტყვებით,რომ ვთქვათ ეს არის  «პროცენტი პროცენტზე». ფინანსური მათემატიკის მიხედვით კი — რთული პროცენტის დარიცხვა.

    საპროცენტო კაპიტალიზაცია განისაზღვრება ხელშეკრულების პირობებში.

    რეინვესტირება შეიძლება განხორციელდეს არა მარტო იმავე ობიექტში, არამედ ნებისმიერ სხვაში. ეს კეთდება  ინვესტორის პორტფოლიოში ინსტრუმენტების გასაზრდელად და  კაპიტალის დაკარგვის რისკების შესამცირებლად.

    რეინვესტირების ძირითადი, გამორჩეული თვისებებია:

    • მიღებული შემოსავალი ინვესტირება   ხელახლა ხორციელდება იმავე აქტივზე, რათა გაზარდოს მომავალი მოგება.
    • სრული ან ნაწილობრივი რეინვესტირება (სრული – მთელი მიღებული შემოსავალი იხარჯება) რეინვესტირებაში, ნაწილობრივი – მოგების რაღაც ნაწილი ინვესტირდება ისევ ფირმაში, ნაწილი კი სხვადასხვა საშუალებებში
    • საინვესტიციო ციკლურობა (რეინვესტირება ხდება დროდადრო)
    • საწყის ეტაპზე ფული უნდა მუშაობდეს ფულისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ თავიდან მოგება იქნება ან ძალიან მცირე ან საერთოდ არ იქნება;
    • დაფინანსების ყველაზე იაფი წყარო.

    ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ რეინვესტირების განხორციელებიდან მიღებული მოგების ოდენობაზე:

    • საწყისი საინვესტიციო კაპიტალის სიდიდე
    • იმ პერიოდის ხანგრძლივობა, რომლის დროსაც ხორციელდება ინვესტიცია (რაც უფრო დიდია პერიოდი მით უფრო  მაღალია მოგების დონე და მისი ზრდის დინამიკა )
    • საანგარიშგებო პერიოდის მოგების დონე
    • ინვესტირების მოღვაწეობის სფეროს ექსპერტული შეფასება.

    ამოცანები, რომლებიც კაპიტალის რეინვესტირებას წყვეტს:

    • ბიზნესის / წარმოების განვითარება და გაფართოება;
    • დაფინანსების სხვა წყაროებიდან დამოუკიდებლობა;
    • მაქსიმალური შესაძლო  შემოსავლის მოპოვება სხვა თანაბარ  პირობებში.

    ფართო გაგებით რეინვესტირება არის  ბიზნესისგან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი, რომლის ინვესტირებაც ამავე ბიზნესში ხორციელდება. (აქციონერების დივიდენდები, რომლებიც გამოიყენება კომპანიის რეინვესტირებისთვის; მოგება, რომელიც გამოიყენება კომპანიის გაფართოებისთვის და სხვა).

     

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)