• GEO ENG
  • ინვესტიციების  ძირით...

    ინვესტიციების ძირითადი სახეობების კლასიფიკაცია

    მოდით განვიხილოთ ინვესტიციების ძირითადი სახეობები:

    ინვესტიციის სახეები საინვესტიციო ობიექტების მიხედვით :

    • რეალური ინვესტირება -გრძელვადიანი დაბანდება რეალურ სექტორში (მიწათმფლობელობა, უძრავი ქონება, მანქანა-დანადგარები, ნედლეული, მარაგები)
    • ფინანსური ინვესტიციები  - ეს არის ფასიანი ქაღალდების შეძენა ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირება. ინვესტირების ეს ფორმა ემსახურება მხოლოდ ერთ  მიზანს - მოგების მიღებას.

    ინვესტიციების სახეები- საინვესტიციო პროცესში მონაწილეობის  მიხედვით:

    • პირდაპირი ინვესტირება - ეს ნიშნავს იმას,რომ ინვესტორი დამოუკიდებლად ირჩევს  ინვესტირების ობიექტს, აფასებს რისკებს  და არსებულ ყველა მასზე  დაკისრებულ  გადაწყვეტილებას.

    ინვესტიციების სახეები - საინვესტიციო პროცესში მონაწილე ობიექტების მიხედვით:

    • შიდა ინვესტირება  ეს არის საკუთარი აქტივებით  საკუთარ ბიზნესში ინვესტირება.
    • გარე  ინვესტიება ეს არის მესამე  მხრის მიერ ფინანსების  თქვენს ბიზნესში ინვესტირება.

    ინვესტიციების სახეები - დროის კრიტერიუმების მიხედვით:

    • მოკლევადიანი ინვესტიცია - ხასიათდება  ინვესტირების მოკლევადიანი პერიოდით, ჩვეულებრივ, ერთი წლით.
    • გრძელვადიანი ინვესტიცია - ხასიათდება ინვესტირებით, რომელიც გრძელდება ერთ წელზე მეტი.

    ინვესტიციების სახეები - შემოსავლის დონის მიხედვით:

    • უშემოსავლო ინვესტიცია - ინვესტიციის ეს სახე არ გულისხმობს შემოსავლის მიღებას, მისი მიზანია მიიღოს  დადებითი სოციალური, ეკოლოგიური ან სხვა  ეფექტი.
    • დაბალშემოსავლიანი ინვესტირება - ინვესტირება ისეთ  ობიექტებში რომელთა  სავარაუდო შემოსავლის დონე - საშუალო საინვესტიციო მოგებაზე ნაკლებია.
    • საშუალო შემოსავლიანი ინვესტირება -  ინვესტირება ისეთ ობიექტებში რომელთა  სავარაუდო შემოსავლის დონე - საშუალო საინვესტიციო მოგების ტოლია.
    • მაღალშემოსავლიანი ინვესტირება -  ინვესტირება ისეთ ობიექტებში რომელთა  სავარაუდო შემოსავლის დონე - საშუალო საინვესტიციო მოგებაზე გაცილებით მაღალია.

    ინვესტიციების სახეები -  რისკის დონის მიხედვით:

    • ინვესტიციები რისკის გარეშე- ინვესტირება ისეთ ობიექტებში, რომლშიც არ არსებობს  ჩადებული სახსრების  დაკარგვის რისკი.
    • დაბალ რისკიანი ინვესტიცია- ინვესტირება ისეთ ობიექტებში, რომლშიც  ჩადებული სახსრების  დაკარგვის რისკი დაბალია.
    • საშუალო რისკიანი ინვესტიცია. ინვესტირება ისეთ ობიექტებში, რომლშიც  ჩადებული სახსრების  დაკარგვის რისკი საშუალო დონეზეა.
    • მაღალ რისკიანი ინვესტიცია- ინვესტირება ისეთ ობიექტებში, რომლშიც რისკის დონე საშუალოზე ბევრად მაღალია, ესეთი ობიექტები როგორც წესი გამოირჩევიან შემოსავლების მაღალი დონით.

    ინვესტიციების სახეები - ლიკვიდურობის ხარისხის მიხედვით:

    • მაღალი ლიკვიდურობის მქონე ინვესტიცია. ინვესტირება, რომლის ობიეტიც  ერთთვიან პერიოდში  გარდაიქმნება ფულად - ყოველგვარი  მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე.
    • საშუალო ლიკვიდურობის მქონე ინვესტიცია. ინვესტირება, რომლის ობიეტიც  1 ან 6 თვიან პერიოდში  გარდაიქმნება ფულად - საკუთარი ღირებულების მნიშვნელოვანი დანაკარგის გარეშე.
    • დაბალი ლიკვიდურობის მქონე ინვესტიცია. ინვესტირება, რომლის ობიექტსაც  საკუთარი ღირებულების დანაკარგის გარეშე სარეალიზაციოდ დიდი დრო  სჭირდება.
    • არალიკვიდური ინვესტიცია. ინვესტირების სახე,რომლის რეალიზებასაც ინვესტორი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.

    ინვესტიციების სახეები -  საკუთრების ფორმის მიხედვით:

    • კერძო ინვესტიცია- ფიზიკური ან იურიდიული (არასახელმწიფოებრივი) პირის მიერ განხორციელებული ინვესტიცია.
    • სახელმწიფო  ინვესტიცია. სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ან სახელმწიფო ბიუჯეტით განხორციელებული ინვესტიცია.
    • შერეული ინვესტიცია. სახელმწიფო და კერძო პირის მიერ ერთობლივად განხორციელებული ინვესტიცია.

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)