• GEO ENG
  • ბიზნესის მართვის ფილ...

    ბიზნესის მართვის ფილოსოფია

    ბიზნესი (Business - ქართულად საქმე) მოგების მიზნით განხორციელებული საქმიანობაა, ძირითადად პროდუქციის წარმოების და გასაღების გზით. მაგრამ საბაზრო ეკონომიკის დროს იგი იჭრება ადამიანთა ცხოვრების ყველა სფეროში დაწყებული მრეწველობიდან დამთავრებული მეცნიერებით.

    ბიზნესი უფრო ფართო ცნებაა ვიდრე მეწარმეობა, რამდენადაც ბიზნესს მიეკუთვნება ნებისმიერი,როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი კომერციული გარიგებების (ბიზნეს-ოპერაციების) განხორციელება საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. თანამედროვე გაგებით კომერცია ნიშნავს არა მარტო ვაჭრობას, არამედ ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მიმართულია მოგების მისაღებად. (მაგალითად, კომერციული ბანკები და სხვა.)

    ბიზნესის სფეროში მენეჯმენტის საბოლოო მიზანია მომგებიანობის ანუ შემოსავლიანობის უზრუნველყოფა ფირმის საქმიანობაში სამეურნეო პროცესის (მართვის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩათვლით) რაციონალური ორგანიზაციის გზით, აგრეთვე, პერსონალის ეფექტიანი გამოყენება თითოეული მუშაკის კვალიფიკაციის, შემოქმედებითი აქტივობის ამაღლების პირობებში.

    ფირმის მომგებიანობა (რენტაბელობა) მიუთითებს მისი საწარმოო-გასაღებითი საქმიანობის ეფექტიანობაზე, რომელიც მიიღწევა დანახარჯების (მატერიალური, შრომითი, ფინანსური) მინიმიზაციისა და საქმიანობის (პროდუქციის გამოშვებისა და მომსახურების) შედეგებიდან შემოსავლების მაქსიმიზაციის გზით. მენეჯმენტი ქმნის პირობებს ფირმის წარმატებით ფუნქციონირებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ მოგება ფირმის არსებობის არა მიზეზი, არამედ მისი საქმიანობის შედეგია, რომელსაც საბოლოოდ განსაზღვრავს ბაზარი. მოგება იძლევა ფირმის შემდგომი განვითარების გარანტიას, რამდენადაც მხოლოდ მოგება განაპირობებს ბიზნესში რისკის შემცირებასა და დაძლევას. მენეჯმენტის ამოცანაა სარისკო სიტუაციების გადალახვა აწმყოსა და მომავალში, რისთვისაც საჭიროა გარკვეული სარეზერვო ფულადი სახსრების არსებობა და მენეჯერებისათვის მოქმედების გარკვეული თავისუფლების მინიჭება ცვალებად გარემოში სწრაფი რეაგირებისა და ადაპტირების მიზნით.

    მენეჯმენტისათვის დამახასიათებელი ნიშნები მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ-ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ (იურიდიულ) და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ასპექტებს. ეკონომიკური ასპექტი გულისხმობს ბიზნესის მართვის პროცესს, რომლის დროსაც მიიღწევა მატერიალური და შრომითი რესურსების კოორდინირება, რაც აუცილებელია მიზნების ეფექტიანი მიღწევისათვის. სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტი ახასიათებს ფირმის მთელი პერსონალის ძალისხმევის ორგანიზაციისა და მენეჯერთა განსაკუთრებული ჯგუფის საქმიანობას დასახული მიზნების მისაღწევად. ამაში შედის ძალაუფლების სისტემა, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება ურთიერთობები მენეჯერსა და ხელქვეითებს შორის აგრეთვე, სოციალური ფუნქცია, რომელშიც აისახება საზოგადოების კულტურის დონე, მისი ტრადიციები, ფასეულობები, ჩვევები.

    რაც შეეხება მენეჯმენტის იურიდიულ ასპექტს, იგი ასახავს სახელმწიფო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების სტრუქტურას, მათ მიერ გასატარებელ პოლიტიკას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ორგანიზაციულ-ტექნიკური ასპექტი მოიცავს სიტუაციის რაციონალურ შეფასებას და მიზნების სისტემატიზებას, სტრატეგიის თანმიმდევრულ დამუშავებას ამ მიზნების მისაღწევად, საჭირო რესურსების მოწესრიგებას, ორგანიზებას, მოტივაციასა და კონტროლს.

    ეფექტიანი მენეჯმენტი გულისხმობს მართვის პროცესის ყველა სახის და სტადიის,როგორც მართვის ეკონომიკური, ორგანიზაციულ-ტექნიკური და სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების მთლიანობას.

     

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)