• GEO ENG
  • მენეჯმენტის როლი

    მენეჯმენტის როლი

    მენეჯმენტი ნიშნავს დასახული მიზნების მიღწევის უნარს სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის, ქცევის მოტივების გამოყენების საფუძველზე. მენეჯმენტი, აგრეთვე, სპეციალური ცოდნის დარგია, რომელიც ეხმარება მუშაკებს, განახორციელონ მართვა, ე.ი. ის რაღაც მხრივ მართვის მეცნიერებაა.

    არსებობს განსხვავებული შეხედულებები მენეჯმენტისა და საბაზრო ეკონომიკის ურთიერთკავშირის თაობაზე. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ საბაზრო ეკონომიკამ შეასრულა გადამწყვეტი როლი მენეჯმენტის წარმოშობაში, ე.ი. მენეჯმენტი საბაზრო ეკონომიკის შედეგია. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ამერიკული ეკონომიკა იქმნებოდა მენეჯმენტის ამერიკული ტიპის შესაბამისად. ანალოგიურად მსჯელობენ იაპონური ეკონომიკის მიმართაც. ყველაზე მართებულად მიჩნეულია მსჯელობა, რომლის მიხედვითაც ორივე შეხედულებაში არის რაციონალური მარცვალი და საბაზრო ეკონომიკა და მენეჯმენტი გამოხატავენ დიალექტიკურ მთლიანობას, როდესაც მიზეზი გადადის შედეგში და  პირიქით.

    მაშასადამე, მენეჯმენტი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებელი სახეობაა, რომელიც მიმართულია საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოქმედი ორგანიზაციის (ფირმის) ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობის მიზნების მისაღწევად მატერიალური, შრომითი და ფულადი რესურსების რაციონალურად გამოყენების გზით.

    ფირმის სამეურნეო საქმიანობის ცნებაში იგულისხმება:

    საქმიანობა ეკონომიკისა და ბიზნესის ნებისმიერ დარგში: მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, საბანკო საქმე და სხვა;

    ფირმის ნებისმიერი საქმიანობა: წარმოება, გასაღება, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, ფინანსები და სხვა. თუ იგი წარიმართება მოგების,როგორც ფირმის საქმიანობის კონკრეტული მიზნების შესაბამისი საბოლოო შედეგის მისაღებად.

    აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება გაკეთდეს შემდეგი დასკვნა: მენეჯმენტი აუცილებელია ფირმების იმ კატეგორიებისათვის, რომლებიც ანხორციელებენ თავიანთ საქმიანობას მოგების მიღების მიზნით, მიუხედავად ამ საქმიანობის ხასიათისა. მენეჯმენტის სფეროში მოქცეულია მრეწველობის, ვაჭრობის, ტურისტული სამსახურების, ბანკებისა და სხვა სამეურნეო ერთეულების საქმიანობა, რომლებიც გამოდიან ბაზარზე,როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური სუბიექტები. ნებისმიერი სამეურნეო საქმიანობა მოითხოვს დასახული ამოცანების გადასაწყვეტად ახალ შესაძლებლობათა ძიებას, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებას, ეფექტიანობის ამაღლებას - მაქსიმალური შესაძლო შედეგის მიღებას მინიმალური დანახარჯების გაწევით.

    ნებისმიერი ფირმის წარმატება საბაზრო ურთიერთობათა პირობებში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მენეჯერთა კორპუსზე. ინგლისური სიტყვა „მენეჯერი“ ამერიკული გაგებით ასოცირდება ადამიანთან, მართვის სუბიექტთან, რომელსაც ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია ორგანიზაციაში.

    მენეჯმენტი,როგორც პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებელი სახეობა გულისხმობს, რომ მენეჯერი დამოუკიდებელია ფირმის საკუთრებისაგან, სადაც იგი მუშაობს. იგი მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს კონტრაქტის (დაქირავების) წესით და შეიძლება ფლობდეს ან არც ფლობდეს ამ ფირმის აქციებს. მენეჯმენტი აერთიანებს სხვადასხვა სპეციალობის მუშაკებს: ინჟინრებს, ეკონომისტებს, მარკეტeრებს, ბუღალტრებს, ფსიქოლოგებს და სხვებს, რომლებიც მუშაობენ მენეჯერის ხელმძღვანელობით. პროფესიული მენეჯმენტი, როგორც საქმიანობის სპეციფიკური სახე გულისხმობს ამ საქმიანობის სუბიექტად სპეციალისტ-მენეჯერს და ობიექტად მთლიანად ფირმის სამეურნეო საქმიანობას, აგრეთვე, მისი ქვედანაყოფების საქმიანობას, ე.ი. მართვის ყველა დონეს (უმაღლეს, საშუალო, ძირეულ რგოლებს).

     

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)