• GEO ENG
  • მცირე და საშუალო ბიზ...

    მცირე და საშუალო ბიზნესი და მისი განვითარება

    საბაზრო ეკონომიკის პირობებში დასაქმების პრობლემების მოგვარებაში უდიდესი როლი ენიჭება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რადგანაც მან შეიძლება დაასაქმოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და გაზარდოს მათი შემოსავლები. ეს დასტურდება იმითაც, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში ამ სფეროში დასაქმებულთა რიცხვი დაახლოებით 60-65% შეადგენს.

    აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ორი მიმართულებით ზემოქმედებს სახელმწიფო ბიუჯეტზე. ისევე,როგორც შემოსავლების ასევე ხარჯების ნაწილში. შემოსავლების მხრივ იმდენად - რამდენადაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქმნის ახალ საგადასახადო ბაზას, რაც ბიუჯეტში აისახება დამატებითი შემოსავლების სახით. ხარჯვით ნაწილში იმდენად - რამდენადაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ზრდის ამ სფეროში დასაქმებულთა შემოსავლებს, რაც ამცირებს ბიუჯეტიდან შესაბამის სოციალურ ტრანსფერების გამოყოფის შესაძლებლობას.

    მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგი ღონისძიებების გატარებას:

    მაკროეკონომიკური ღონისძიებები:

    მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის და უპირველეს ყოვლისა ფინანსური სტაბილიზაციის უზრუნველყოფა, რამაც უნდა შექმნას შესაბამისი საინვესტიციო გარემო.

    საინვესტიციო პოლიტიკის სტიმულირება სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

    სახელმწიფომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მცირე და საშუალო ბიზნესის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ფორმირებაში.

    მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისას აქცენტი უნდა გაკეთდეს პირველ ეტაპზე შიდა ბაზრის გაჯერებაზე ორიენტირებულ მეწარმეობაზე. ამავე დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მატერიალური წარმოების სფეროს, რაც შეამცირებს ანალოგიური იმპორტის მოცულობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის საგადასახადო ბალანსის მდგომარეობას.

    უმთავრესი აქცენტი უნდა მიენიჭოს იმ ფაქტორს, რომ სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკა წინაააღმდეგობაში არ მოვიდეს ანტიინფლაციურ პოლიტიკასთან.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო ინვესტიციები მიმართული უნდა იყოს იმ დარგებისაკენ, რომელთაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე კერძო სექტორი არ დააფინანსებდა. თანაც ამ მხრივ მიმართული სახელმწიფო ინვესტიციები არ უნდა ითვალისწინებდეს დარგის სრულ რებილიტაციას, არამედ სტიმულირებას. აქ საუბარი არ არის იმ დარგებზე, რომლებიც სახელმწიფოს ეროვნული უშიშროების მდგომარეობას განსაზღვრავენ.

    რაც შეეხება კონკრეტულ მიკრო ღონისძიებებს, აქ გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმე მომენტს:

    მცირე და საშუალო ბიზნესის ინტენსიური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი როლი უნდა მიენიჭოს საბანკო სისტემის მხრიდან საკრედიტო პროცენტის ოპტიმალურ რეგულირებას.

    ბიზნესის ორგანიზაციის ფორმებს შორის პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისტემის განვითარებას.

    მეურნეობის სრული დატვირთვისათვის ფინანსური სახსრების მობილიზებისას ქვეყნის მასშტაბით აპრობირებულ უნდა იქნეს საკრედიტო კავშირების სისტემა.

    ამ ღონისძიებების განხორციელება გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რასაც შედეგად მოყვება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლების გადიდება.

    ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ინვესტიციის გაღრმავების კვალობაზე მძაფრი კონკურენციის პირობებში ადგილობრივი მეწარმეობის აღორძინება შეუძლებელი გახდება წარმოების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე, რც უმთავრესი ყურადღების საგანი უნდა გახდეს. ხელისუფლების პოლიტიკა უფრო პრაგმატული იქნება, თუ ის მეწარმეობის სტიმულირებისათვის სწორედ ამ მიმართულებით იქნება კონცენტრირებული.

     

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)