• GEO ENG
  • როგორ მოვიზიდოთ ინვე...

    როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი?!

    თუ თქვენ გსურთ ინვესტორის  მოზიდვა მაშინ პირველ რიგში  უნდა შეარჩიოთ ინვესტორის ტიპი, რომელიც შეესაბამება თქვენ ინტერესებს. ამისათვის აუცილებელია ნათლად გვესმოდეს ფინანსური და სტრატეგიული, კერძო და ინსტიტუციური, ქართული და უცხოელი ინვესტორების განსხვავებები, ასევე  ამ დროს მნიშვნელოვანია თქვენი მიზნები და ფინანსური შესაძლებლობების ანალიზი. რა უნიკალური აქტივები გაქვთ  იმისთვის, რომ დააინტერესოთ ინვესტორი?

    საინვესტიციო პროექტის მომზადებისას, არ იფიქროთ ინვესტორის მოზიდვაზე, არამედ  იფიქრეთ იმაზე თუ როგორ მიიყვანოთ პროექტი იმ მდგომარეობამდე, რომ ინვესტორი დაინტერესდეს. თუ გრძნობთ , რომ საინვესტიციო  პროექტი  არ შეესაბამება  ინვესტორის მოთხოვნებს, მაშინ უნდა გადახედოთ   თქვენ მიზნებს.

    1. მოძებნეთ თქვენი ადგილი

    თუ ინვესტიციების მოზიდვაზე ფიქრობთ, მაშინ პირველად უნდა განსაზღვროთ ინვესტორის ტიპი, რომელიც შეესაბამება თქვენ ინტერესებს.  ამისათვის აუცილებელია ნათლად გვესმოდეს ფინანსური და სტრატეგიული, კერძო და ინსტიტუციური, ქართული და უცხოელი ინვესტორების განსხვავებები, ასევე თქვენი მიზნები და ფინანსური შესაძლებლობების ანალიზი.

    მოახდინეთ თქვენი და ინვესტორების   მოთხოვნების კორელაცია  და ამის მიხედვით  დაადგენთ  როგორი ტიპის ინვესტორი გჭირდებათ მიზნების მისაღწევად.  სწორედ ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ უნდა დაიწყოთ ინვესტორის ძიება. თუ თქვენით დაინტერესდა  ინვესტორი ჯერ ზუსტად გაარკვიეთ  შეესაბამება ის თქვენ პროფილს  თუ არა, არ დახარჯოთ ტყუილად დრო.

    ყველაზე დიდი შეცდომა,რომელსაც დამწყები ბიზნესმენები უშვებენ არის   ინფორმაციის ნაკლებობა,  ანუ მათ არ იციან  თუ როგორი ტიპის ინვესტორია მათი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო.

    2.პროექტის დოკუმენტაცია

    არასდროს  დაიწყოთ  ინვესტორის ძიება პროექტის დეტალურად მომზადების გარეშე. განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენ ეძებთ უცხოელ ინვესტორს.  მიმართეთ მთელი თქვენი ძალისხმევა  პროექტისკენ და  მოამზადეთ საჭირო  დოკუმენტაცია.

    როდესაც თქვენ ინვესტორს  უგზავნით არასრულ პროექტს ამით ამბობთ : «მოდი დავიწყოთ და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება». მაგრამ ინვესტორს არ უნდა  დაუსრულებელი პროექტი უამრავი კითხვის ნიშნით. დაუსრულებელი პროექტით თქვენ ვერ შეძლებთ სხვებისთვის კონკურენციის გაწევას.

    პროექტის მომზადებისას არ დაამახინჯოთ ფაქტები. გააკეთეთ აქცენტი  თქვენი პროექტის პლიუსებზე  და არავითარ შემთხვევაში არ შეალამაზოთ  სიმართლე.  ყველა თქვენი განაცხადი უნდა იყოს დოკუმენტურად დამოწმებული.

    3. ისწავლეთ სიტუაციის სხვადასხვა  კუთხით დანახვა

    განთავისუფლდით  ეგოცენტრიზმისგან  და საკუთარი  უდანაშაულობის გრძნობისგან. მაშინ გაცილებით ადვილი იქნება ინვესტორის აზრების გაგება.  როცა ურთიერთობთ ინვესტორებთან და  კონსულტანტებთან  ეცადეთ შეხედოთ სიტუაციას ყველა მონაწილის პოზიციიდან.  ყოველთვის დაუსვით თქვენ თავს კითხვა: როგორ მოიქცეოდით ინვესტორის/ კონსულტანტის ადგილას?!.  მსგავსი  განსხვავებული კუთხით არსებული მდგომარეობის დანახვა დაგეხმარებათ იყოთ უფრო მოქნილი და  ამით უფრო მარტივად მიაღწიოთ მიზნებს.

     

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

     

     

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)