• GEO ENG
  • საინვესტიციო პროექტე...

    საინვესტიციო პროექტების სახეები

    საინვესტიციო იდეის ჩამოსაყალიბებლად და განსახორციელებლად, როგორც წესი იქმნება საინვესტიციო პროექტი, რომელშიც ასახულია მთელი პროცესი და ინვესტორისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია.

    საინვესტიციო პროექტი ფაქტობრივად, ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტების კომბინაცია ,რომელიც საჭიროა პროექტის მაქსიმალური და სრული რეგულაციისთვის და სიცხადისთვის.

    საინვესტიციო პროექტების სახეები დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე და კრიტერიუმზე.

    განვიხილოთ საინვესტიციო პროექტების ძირითადი სახეები:

    ერთმანეთზე გავლენის დონის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ პროექტებს:

    • დამოუკიდებელი პროექტები;
    • ურთიერთშემავსებელი პროექტები;
    • ერთმანეთის გამომრიცხავი პროექტები.

    ასევე, საინვესტიციო პროექტები განსხვავდებიან შესრულების დროის მიხედვითაც:

    • მოკლევადიანი  ( 3 წლამდე);
    • საშუალოვადიანი;
    • გრძელვადიანი (5 წელზე მეტი).

    ჩადებული ინვესტიციების  ზომის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ პროექტებს:

    • მცირე;
    • საშუალო ზომის;
    • დიდი ზომის და
    • მეგაპროექტები (უმეტეს შემთხვევაში  ესეთი ტიპის პროექტებში  ჩართულები არიან   საერთაშორისო და  სახელმწიფო  ინვესტორები)

    საქმიანობის მიხედვით გამოყოფენ საინვესტიციო პროექტების შემდეგ სახეებს:

    • სოციალური  (მიზნად ისახავს ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრას);
    • გარემოსდაცვითი  (მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას);
    • კომერციული  (მიზნად ისახავს მოგების მიღებას).

    ასეთი პროექტების მიზანია მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, სოციალური დაძაბულობის შემცირება და სხვა.

    შემდეგი ტიპის საინვესტიციო პროექტები გამოირჩევა  პლანეტის ეკონომიკურ  ბაზარზე გავლენის დონის მიხედვით.

    • ლოკალური პროექტები;
    • ფართომასშტაბიანი პროექტები;
    • გლობალური პროექტები.

    რისკის დონის  მიხედვით გამოყოფენ შემდეგ საინვესტიციო პროექტებს:

    • საიმედო პროექტები (ინვესტორებისთვის  ეს  ნიშნავს  ინვესტირებული სახსრების დაცულობის  და  უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს. მაგალითისთვის ავიღოთ სახელმწიფო საინვესტიციო პროექტები);
    • სარისკო პროექტები (ხასიათდება  მისაღწევი მიზნების გაურკვეველი, სარისკო გზებით.  მაგალითისთვის ავიღოთ – ახალი საწარმოების შექმნა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება)

    რა აქვთ საერთო ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საინვესტიციო პროექტებს?

    არსებობს ძირითადი  მახასიათებლები, რომლებიც  ახასიათებს ყველა საინვესტიციო პროექტს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე:

    • პროექტის ღირებულების და მისი ბიუჯეტის  შეფასება.  ნებისმიერი საინვესტიციო პროექტის გადაყვანა შეიძლება  ფულში;
    • ყველა საინვესტიციო პროექტი უნდა იყოს  ეკონომიურად დამოუკიდებელი;
    • თითოეულ საინვესტიციო პროექტში არის დრო, პირველ ინვესტირებიდან  და  პირველ შემოსავლამდე.
    • პროექტის საინვესტიციო იდეა როგორც წესი  არ მოიცავს  ხუთ წინადადებაზე მეტს.

     

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)