• GEO ENG
  • მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი?

    შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანიები საკუთარ ფინანსებს აბამდებენ პატარა კომპანიებში.  შესაძლოა დაბანდება განახორციელოს არა პირდაპირი კომპანიის დაფინანსების სახით, არამედ რომელიმე ინოვაციური პროექტის განვითარებისთვის.  მცირე ბიზნესის მოგების პროპორციულად იზრდება ინვესტირება.იმ შემთხვევაში თუ ინვესტირებას სასურველი მომგებიანი შედეგი არ მოაქვს, დიდი კომპანიისთვის დანაკარგი უმნიშვნელოა.

    ინვესტირება შესაძლოა იყოს არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ის მოიაზრებს მსხვილი კომპანიების მიერ დანადგარების, სამუშაო ფართის ტექნიკისა თუ სხვა დანიშნულების მქონე ნივთების გადაცემას მცირე ბიზნესისთვის.  რისკის ალბათობა უფრო მაღალია კერძო ინვესტორებისთვის, ვიდრე მაღალბიუჯეტიანი კომპანიებისთვის.  თუ მცირე ბიზნესი არ მოიტანს პასიურ შემოსავალს, ამ შემთხვევაში  კერძო ინვესტორი  ან კარგავს საგრძობლად დიდ ფინანსებს ან უარეს შემთცვევაში მთლიანად კოტრდება.  

    რა საფრთხეები არსებობს ამ სფეროში? 

    თქვენ გადაწყვეტთ მცირე ბიზნესში ინვესტირებას, წინასწარ უნდა შეისწავლოთ პროექტის ყველა დეტალი და განალიზოთ ყველა შესაძლო რისკი, რომელიც შეიძლება პროექტმა თქვენ კომპანიას მოუტანოს. დეტალური მონიტორინგის გარეშე შესაძლოა მოხდეს ინვესტირებული თანხების არამიზნობრივი გახარჯვა, სწორედ ამიტომ საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით დეტალური შესწავლა და რისკების გაანალიზება.

    ბიზნეს გეგმის მნიშვნელობა 

    მცირე ბიზნესში განხორციელებული ინვესტიციებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ გათვლილი შედეგის მიღება,  როდესაც ყოველი ნაბიჯი ბიზნეს გეგმის მიხედვით ხორციელდება. 

    საინვესტიციო დოკუმენტაციის შედგენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან  თავიდან აიცილოთ შესაძლო რისკები რაც საშუალებას მოგცემთ  თავი აარიდოთ არასანდო კომპანიებს. 

    სავალდებულოა დეტალურად შეისწავლოთ სფერო და მოიკვლიოთ ბაზარი რომელშიც გეგმავთ ინვესტირების გაკეთებას. იმ შემთხვევაში თუ გეგმავთ ინოვაციური პროექტის დაფინანსებას, სასურველია ჩაატაროთ  გამოკითხვა, მისი ანალიზი მოგცემთ საშუაებას მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. 

    რა თქმა უნდა მცირე ბიზნესის მფლობელები ფრთხილად უნდა იყვნენ . თუ თქვენ  იპოვეთ ინვესტორი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი თავისთავად შესრულდება.  ბიზნესის მფლობელსაც ისევე სჭირდება ინვესტორის პორტფელის შესწავლა, როგორც მას თქვენი. 

    დაიმახსოვრეთ!   მცირე ბიზნესში ინვესტირება –   დაკავშირებულია რისკებთან - როგორც ბიზნესის მფლობელისთვის ასევე ინვესტორისთვისაც, მაგრამ ასევე გახსოვდეთ, ვინც არ რისკავს, ის შამპანურს არ სვამს :) 

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)