• GEO ENG
  • ინვესტორის მიზანი

    ინვესტორის მიზანი

    ინვესტიციის განხორციელებამდე თითოეული ინვესტორი ისახავს მიზანს, რომლის მიღწევაც სურს. მიზნების გათვალისწინებით, ინვესტორი ირჩევს მათ მისაღწევად საჭირო სტრატეგიას.

    ყველა ინვესტიცია საბოოლოო ჯამში მიმართულია მოგების მიღებისკენ.

    ინვესტორის მიზნები:

    • ინვესტიციების სარგებელი
    • ინვესტიციების საიმედოობა
    • ინვესტიციების ლიკვიდურობა

    ინვესტორის მიზანი - საიმედოობა

    ინვესტიციების საიმედოობა ინვესტორის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

    საიმედოობა ეს არის  ინვესტირებიდან  სტაბილური შემოსავლის მიღება  დაბალი რისკის პირობებში. (საიმედო ფასიანი ქაღალდების  მაგალითი არის სახელმწიფო ობლიგაციები, რომლის  გადახდისუნარიანობასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო).

    ინვესტორის მიზანი — სარგებელი

    იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორის მიზანია მოგება, მაშინ ამ მიზნით ინვესტორი ირჩევს მაღალი სარგებლის მქონე აქტივებს. მაღალშემოსავლიან აქტივებს მიეკუთვნება: ფასიანი ქაღალდები, ინოვაციური საინვესტიციო პროექტები და ა.შ.

    ამასთანავე გახსოვდეთ,რომ ყველა მაღალშემოსავლიანი ინვესტიცია არა მარტო ზდის ინვესტორის შემოსავლებს, არამედ ზრდის ინვესტირებული თანხების დაკარგვის რისკებსაც. ეს ყველაფერი კი ამცირებს  ინვესტირების საიმედოობას.

    სწორად შედგენილი საინვესტიცო პორთფელი საშუალებას  მოგცემთ შეამციროთ რისკები და ამავდროულად  გაზარდოთ შემოსავლებიც.

    ინვესტორის მიზანი — ლიკვიდურობა

    ლიკვიდურობა (ეკონომიკური ტერმინი, რომელიც მიუთითებს ფასიანი ნივთების (აქტივების) უნარზე სწრაფად გაიყიდოს საბაზროსთან მიახოებულ ფასად. ლიკვიდური - ფულად ქცევადი.) როგორც ინვესტორის მიზანი ძალიან მარტივი ასახსნელია. ლიკვიდურობის დონე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ინვესტორი მყიდველის პოვნას.

     ლიკვიდურობა საინვესტიციო რისკის  შემცირების ერთ-ერთი  ფაქტორია. 

     

    არსებობს ინვესტორთა რამდენიმე ძირითადი ტიპი:

    • პირდაპირი ინვესტორი
    • ფინანსური ინვესტორი
    • ვენჩურული ინვესტორი
    • სტრატეგიული ინვესტორი
    • ინსტიტუციონალური ინვესტორი.

    ინვესტირების ობიექტის მიხედვით ინვესტორებს აქვთ  ინვესტირების განსხვავებული   პერიოდი და  ტიპი.

    პირდაპირი ინვესტიციების არსი წარმოადგენს ნებისმიერი პროდუქტის პირდაპირ დაფინანსებას კომპანიის საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 10% შეძენით. ამ შემთხვევაში  ინვესტორის მიზანს  საკუთარი წილის გაყიდვით გაზრდილი ღირებულებით მოგების მიღება წარმოადგენს.

    ფინანსური ინვესტიციების არსი   მოგების მიღება, რისკების შემცირება, საკუთარი აქტივების ზრდა  და მათი ლიკვიდურობის დონის შენარჩუნებაა. ფინანსური ინვესტიციები - ინვესტირების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც შეუძლია ინვესტორის ყველა ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

    ვენჩერული ინვესტიციების არსი მდგომარეობს  ინოვაციური და პერსპექტიული  საინვესტიციო პროექტების   დაფინანსებაში. ინვესტორის მიზანი - ისინი უწევენ ფინანსურ მხარდაჭერას მათთვის საინტერესო მცირე საწარმოებს. ხშირად, ასეთი მხარდაჭერის წყალობით, მცირე საწარმო იწყებს მძლავრ განვითარებას და ვენჩურული ფირმა ხდება მისი თანამფლობელი.

    სტრატეგიული ინვესტირების დროს  ინვესტორის მიზანია  გადაწყვეტილებების მიღებისას კომპანიის მენეჯმენტში მონაწილეობა.  ამ მიზანს ის აღწევს კომპანიის აქციების  დიდი ნაწილის ან  საკონტროლო პაკეტის შეძენით.  არაპირდაპირ მიზნებს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების მიღება, ახალ ბაზრებზე გასვლა, ბიზნესის გაფართოება  და კონკურენტუნარიანობის ზრდა.

    ინსტიტუციონალური ინვესტორის  არსი ჩანს მის მიზნებში  კერძოდ კი  ეს არის კაპიტალის დაგროვება -განაწილება და  ეკონომიკის ინდივიდუალური სექტორების განვითარება მათი დაფინანსებით.

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

     

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)