• GEO ENG
  • ინვესტიციების დაზღვე...

    ინვესტიციების დაზღვევა

     საინვესტიციო დაზღვევა არის ყველა მონაწილის მატერიალური და არამატერიალური რესურსების დაცვა ყველა შესაძლო რისკისგან.

     დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ყველა ტიპის ინვესტიცია , რომელიც მიზნად ისახავს შემოსავლის გენერირებას.

    მთავარი საინვესტიციო ობიექტები, რომელიც დაზღვევას ექვემდებარება:

    • პირდაპირი ინვესტიციები (ფიქსირებული აქტივები, საწარმოს მფლობელობაში არსებული აქტივები: მიწა, ტექნიკა, ტრანსპორტი და სხვა.
    • ფინანსური ინვესტიციები (ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდები)
    • კრედიტები და სესხები;
    • საკუთრების უფლება;

    საინვესტიციო დაზღვევის საჭიროება სხვადასხვა რისკების გამო წარმოიქმნება,  რომლებიც   ნებისმიერ საინვესტიციო საქმიანობას  ყოველთვის თან ახლავს.

    საბაზისო ან კლასიკური დაზღვევის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც საქმე ეხება ინვესტორის  მატერიალური  სახსრების  უსაფრთხოებას  (კერძოდ დაზღვევა  ხანძრისგან, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, ბუნებრივი კატასტროფებისგან და ა.შ.

    პოლიტიკური რისკები  უბიძგებთ ინვესტორებს , განსაკუთრებით უცხოელებს  დააზღვიონ თავიანთი მატერიალური  ქონება, რათა  ნაციონალიზაციის, რევოლუციის, სოციალური არეულობის და  სახელმწიფოს მიერ  საკუთრების უფლების ჩამორთმევისგან თავი დაიცვან.

    უცხოური კაპიტალის შემოდინების სტიმულირების უზრუნველყოფისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ნაბიჯებს: პირველი -  ქვეყნის, მისი ცალკეული რეგიონებისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საინვესტიციო შესაძლებლობის საინფორმაციო უზრუნველყოფა; მეორე -  პროექტების დაფინანსების, მიწების გამოყოფის და სხვა მოსახერხებელი სქემის ჩამოყალიბების შესაძლებლობა; მესამე -  პროტექციონისტული ტარიფები იმ საქონელზე, რომელსაც აწარმოებს უცხოელი ინვესტორი; მეოთხე -  საინვესტიციო პროექტისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების იმპორტის გადასახადისგან განთავისუფლება; მეხუთე -  „სავალუტო კორიდორის” შემოღება, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს; მეექვსე -  საგადასახადო შეღავათები; მეშვიდე - საკანონმდებლო გარანტიები.

    უცხოური ინვესტიციების დაზღვევა

     უცხოელ ინვესტორად ითვლება:

    ა) უცხო ქვეყნის  მოქალაქე;

    ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე;

    გ) საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ.

    დ) იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საზღვრებს გარეთ.

    3. საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს საკუთრების ნებისმიერი ფორმის ობიექტში, რომელშიც ინვესტირება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აკრძალული არ არის. ამ კანონის მე-9 და მე-12 მუხლებში ჩამოთვლილ ობიექტებში ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი სპეციალური ნებართვის ან ლიცენზიის საფუძველზე.

    უნდა ითქვას, რომ უცხოური ინვესტიციების უსაფრთხოებაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა  იზრუნოს, ქვეყნის  კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ინვესტიციების და ინვესტორების  უსაფრთხოება და კომფორტული  გარემო.

    უცხოური ინვესტიციების დაზღვევას და მათ დაცვას სახელმწიფო  უზრუნველყოფს  შემდეგი ფორმით:

    • სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხოელი ინვესტორების ქონების ხელშეუხებლობით
    • დისკრიმინაციის არარსებობით
    • სტაბილური პირობებით ინვესტიციის განხორციელებისთვის
    • საინვესტიციო პროცესში წარმოქმნილი დავების გადაწყვეტის რეგულირებადი პროცედურით

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)