• GEO ENG
  • ინვესტიციების მოზიდვ...

    ინვესტიციების მოზიდვა

    ზოგადად თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ინვესტიციები განიხილება, როგორც გრძელვადიანი კაპიტალდაბანდება ნებისმიერი (ფულადი სახსრები, მიზნობრივი საბანკო ანაბრები, პაი, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, ინტელექტუალური ფასეულობები და ა.შ.) ფორმით საკუთარ ქვეყანაში ან საზღვარგარეთ, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამეწარმეო პროექტებში, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში, ინოვაციურ პროექტებში მოგების მიღების მიზნით დაბანდებიდან გარკვეული ვადის შემდეგ.

    ფინანსურ სამყაროში ინვესტიციების მოზიდვა გახდა ნებისმიერი კომერციული კომპანიის ზრდასა და განვითარებაში ინტეგრალური და ფუნდამენტური წყარო.

    როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები?

    ინვესტიციების მოზიდვის ორი ძირითადი და ყველაზე გავრცელებული გზა არსებობს:

    პირველი მეთოდი, ეს არის ინვესტიციების მოზიდვა პირდაპირ ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინვესტორი იძენს კონკრეტული კომპანიას აქციებს და ხდება მისი აქციონერი. ამავდროულად, მოგება, რომელსაც ის იღებს პირდაპირ დამოკიდებულია ამ ორგანიზაციის წარმატებაზე. ინვესტორის მიერ მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს დივიდენდების სახით ან მისი წილის გაყიდვის შემდეგ წმინდა მოგების სახით.

    აღსანიშნავია ისიც, რომ საწესდებო კაპიტალში ინვესტირებისას ინვესტორი შეიძლება იყოს ორი ტიპის, კერძოდ, ფინანსური და სტრატეგიული.  

    განსხვავებები ამ ინვესტორებს შორის მათი მიზნებია.

    ფინანსური ინვესტორი-  მხოლოდ ფინანსურ მიზნებს მისდევს, ანუ  მისი მიზანია  მაქსიმალური მოგების მიღება   რისკის გარკვეული  დონეების მიხედვით.

    სტრატეგიული ინვესტორი- ისახავს სრულიად განსხვავებულ მიზნებს. მისი მთავარი მიზანია  გადაწყვეტილებების მიღებისას კომპანიის მენეჯმენტში მონაწილეობა.  ამ მიზანს ის აღწევს კომპანიის აქციების  დიდი ნაწილის ან  საკონტროლო პაკეტის შეძენით.

    მეორე გზა არის ინვესტიციების მოზიდვა სესხებისა და სხვა ვალდებულებების სახით. ამ შემთხვევაში ინვესტორი არ გახდება კომპანიის აქციონერი, არამედ ის იქნება უკვე მისი კრედიტორი.  ორგანიზაციაში ინვესტირებული სახსრები, არის  ვალი და ინვესტორის მოგება  განისაზღვრება  მათ მიერ ინვესტირებული სახსრების პროცენტით.

    ამ საკითხის შესწავლისას, თითქმის ყველა ინვესტორი დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ   შესაძლო რისკების გამო უცხოელ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების საკანონმდებლო კონსოლიდაციის გარეშე შეუძლებელი და უსარგწბლო  იქნება  უცხოური ინვესტიციებიზ მოზიდვა.

     უცხოელი ინვესტორი პირველ რიგში ხედავს შემდეგ ფინანსურ მაჩვენებლებს, კერძოდ:

    • ბიზნესის რეპუტაცია და საკრედიტო ისტორია
    • ფულადი ნაკადები
    • საკუთარი კაპიტალის ეილი
    • დამატებითი უზრუნველყოფა

    ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ახდენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტიმულირებას:

    • ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი
    • ჩადებული ინვესტიციების  უკუგების პერიოდი
    • კონკურენციის დონე ქვეყნის ფინანსურ და სავაჭრო ბაზრებზე, ეკონომიკური განვითარების სტრატეგია,ინფრასტრუქტურის განვითარების დონე  და ასევე აგრეთვე ქვეყნის ტექნოლოგიური და საწარმოო შესაძლებლობები.

    უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ფორმები:

    • ნასესხები სახსრები (კრედიტები, სესხები და ა.შ.)
    • საქველმოქმედო და სპონსორობის მხარდაჭერა
    • საკუთარი სახსრები და  შიდა სამეურნეო რესურსები
    • მოზიდული სახსრები (ფასიანი ქაღალდების გაყიდვადან და ა.შ.)
    • პირდაპირი ინვესტიციები (აღჭურვილობა, რესურსები, მასალები და ა.შ.)

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)