• GEO ENG
  • რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია.

    სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან არსებობს ინვესტიციების მრავალი განმარტება, კერძოდ, უილიამ შარპისა და მისი თანაავტორების აზრით, ინვესტიცია ეს არის „ ფულთან განშორება დღეს, ხვალ უფრო მეტის მიღების მიზნით“. ხოლო რუსი მეცნიერის, ა.ს. სელიშევის განმარტებით ინვესტიციები არის დანაზოგის გამოყენება ძველის აღსადგენად და ახლი საწარმოო სიმძლავრეების და სხვა კაპიტალური აქტივების შექმნის მიზნით.

    ჩვენ რაც უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ კი არის ის, რომ: ინვესტიციები  ხელს უწყობენ საწარმოო, ინოვაციური და სოციალური პროექტების რეალიზაციას, მონაწილეობენ წარმოების მოცულობის ზრდისა და საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლების საქმეში. სახელმწიფოს კრიზისის პირობებში ინვესტიციები წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას სოციალური და საწარმოო პოტენციალის სტრუქტურული გარდაქმნისა და მისი ბაზრისადმი დაქვემდებარების გზაზე.

    ნებისმიერი ინვესტირების, მთავარი მოქმედი პირი ინვესტორია. ინვესტორი არის პირი ან კომპანია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ბიზნესის რომელ სფეროში  რა სახის  ინვესტირება განახორციელოს.

    ინვესტორებს განსხვავებული შეხედულებები აქვს ბიზნეს სტრატეგიებზე  და ამის გამო ინვესტირების მრავალი სახე არსებობს.

    ინვესტიციების ძირითადი სახეები:

    • რეინვესტირება;
    • პირდაპირი ინვესტიციები;
    • რეალური ინვესტიციები (რეალური ინვესტიციების ქვეშ იგულისხმება დაბანდებანი უშუალოდ წარმოებაში, ანუ ძირითად კაპიტალში და საბრუნავ საშუალებებში);
    • ფინანსური ინვესტიციები ( ფინანსურ ინვესტიციებს მიეკუთვნებადაბანდებანი ფასიან ქაღალდებში, მიზნობრივი ფულადი ანგარიშები, კრედიტები და ა.შ);
    • ვენჩერული ინვესტიციები (ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივ აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი);
    • გრძელვადიანი ინვესტიციები;
    • მოკლევადიანი ინვესტიციები.

    ინვესტიციები  იყოფა ასევე ფორმების  მიხედვითაც:

    • მატერიალური ინვესტიციები (მიწა, უძრავი ქონება, აღჭურვილობა-ტექნიკა)
    • არამატერიალური ინვესტიციები (საავტორო უფლებები, ლიცენზიები)
    • ფინანსური ინვესტიციები (ფასიანი ქაღალდები)

    ინვესტიციების როლი თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდია. ინვესტიციები მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული საქმიანობის ეფექტური ფუნქციონირებისა და დინამიური განვითარებისათვის.

    ინვესტიციები ასევე ხასიათდება  ორი ურთიერთდაკავშირებელი  პარამეტრით ესენია- რისკი და მოგება. როგორც წესი რაც უფრო დიდია რისკი  მით უფრო მაღალია მოსალოდნელი მოგებაც.

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)