• GEO ENG
  • ინვესტიციის როლი ბიზ...

    ინვესტიციის როლი ბიზნესში

    ბიზნესში ინვესტირებას შეუძლია უზრუნველყოს, როგორც ბიზნესის ასევე  ინვესტორის წარმატება, რაც შემდგომში მათთვის უზრუნველყოფს უდარდელ მომავალს. საწყის ეტაპზე ინვესტიცია ბიზნესისთვის არის პასიური შემოსავალი, საქმიანობის სწორი დაგეგმვისა და წარმოების შემთხვევაში კი მინიმალური ძალისხმევით შესაძლებელია მაქსიმალური შედეგის მიღება. 

    დღესდღეობით ადამიანების უმრავლესობას  აქვთ არასწორი წარმოდგენა გრძელვადიან ინვესტიციებზე და მაღალი რისკის შემცველი პროცესი ჰგონიათ ბიზნესში ინვესტირება, თუმცა ის  სტაბილური შემოსავლი ერთ-ერთი წყაროა. 

    საინვესტიციო კომპანიების არსებობა  მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდისთვის, ვინაიდან ბიზნესში ინვესტიციის განხორციელების შედეგად გაძლიერებული ესა თუ ის სფერო,  დადებითად აისახება სახელმწიფოს სრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე

    წარმატების მისაღწევად, ნებისმიერ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ინვესტიციის სტაბილური და საიმედო წყარო.

    ინვესტიციების სტაბილური და საიმედო წყარო უზრუნველყოფს კომპანიის მიმდინარე სტაბილურობას და ასევე მის შემდგომ წარმატებულ განვითარებას. ასეთი ფონდების მარტივი ხელმისაწვდომობა პოზიტიურ გავლენას ახდენს ორგანიზაციის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებზე, ასევე ხელს უწყობს ბიზნესის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ახალ ინვესტიციებს იზიდავს.

    ინვესტიციის როლი წარმოების განვითარებაში

    თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაში, მოგების მიღება — ეს ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც  უბიძგებს  სხვადასხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებს საკუთარი ბიზნესის განვითარების და გაუმჯობესებისკენ.

    ნებისმიერი წარმოება შემოსავალს იღებს სხავადასხვა პროდუქციის ან/და მომსახურების გაყიდვით, ინვესტირების მთავარი ამოცანა კი მდგომარეობს -  წარმოების ზრდის  სტიმულირებაში.

    უფრო კონკრეტულად  ინვესტიცის  როლის გასაგებად  გადავხედოდ იმ შედეგებს, რომლის მოტანაც  მას წარმოებისთვის შეუძლია:

    • გამომუშავების ზრდა;
    • ავტომატიზაცია, რობოტიზაცია და და ტექნიკური პროცესის სრული მოდერნიზაცია;
    • ახალი ტექნოლოგიების შემუშავება;
    • პროდუქციის წარმოების ხარჯების შემცირება;
    • ენერგიის მოხმარების შემცირება;
    • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
    • საწარმოს განახლება;
    • ბაზარზე პოზიციების გამყარება;

    ინვესტიციების სტრატეგია და როლი:

    მნიშვნელოვანია ბიზნესს ჰქონდეს საკუთარი საინვესტიციო სტრატეგია და სანდო საინვესტიციო კომპანიასთან ერთად უნდა შემუშავდეს   ინვესტიციების მოზიდვის მარტივი გადაწყვეტა. 

    აუცილებელია ყურადღებით დავაკვირდეთ იმას, რომ ყველა მიღებული ინვესტიცია ეკონომიკური თვალსაზრისით იყოს დეტალურად გაწერილი. კომპანიამ ინვესტიციების მიღებამდე კარგად უნდა იცოდეს ყოველი დასახარჯი თეთრის მნიშვნელობა, რათა შემდგომში არ შეექმნას პრობლემები. ეს განსაკუთრებით საყურადღებო ფაქტია პატარა კომპანიებისთვის, რადგან ამ დროს რისკები უფრო მაღალია. 

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)