• GEO ENG
  • რა არის ინვესტირება?...

    რა არის ინვესტირება?!

    ინვესტირება— ეს არის კაპიტალის დაბანდება  ეკონომიკურ საქმიანობაში მოგების და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით. 

    ინვესტირების მრავალი ობიექტი და სფერო არსებობს. ისინი კლასიფიცირდებიან ინვესტირების მიზნის, მონაწილეების, მოგების დონის მიხედვით და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორით.

    ინვესტიციის ობიექტი შეიძლება იყოს თითქმის ნებისმიერი აქტივი, რომელიც აკმაყოფილებს ინვესტირებისთვის საჭირო  ყველა მოთხოვნას.

    მსხვილ ინვესტორებს ინვესტირება საშუალებას აძლევს მიიღონ მოგება,ხოლო ბიზნესმენებს საშუალება ეძლევათ გავიდნენ ახალ ბაზარზე, გააფართოვონ წარმოება,  გაზარდონ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა ან  გამოუშვან რამე ახალი.

    ინვესტირების განხორციელებმადე  ყველა ინვესტორი ვალდებულია შეისწავლოს ინვესტიციების საფუძვლები. ეს დაეხმარება  ორივე მხარეს,რადგან ამ დროს სწორად იქნება  შეფასებული ყველა რისკ ფაქტორი,რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებას.

    ასევე საინვესტიციო პროცესში მონაწილეები უნდა იცნობდნენ ინვესტიციების ფორმებს. თითოეულ ფორმას აქვს საკუთარი თავისებურებები და ემსახურება კონკრეტული ამოცანების შესრულებას.

    საინვესტიციო ინსტრუმენტები - პრაქტიკული მექანიზმებია, რომლებსაც  ყველა ტიპის ინვესტორები   საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებენ. თითოეულ ინსტრუმენტს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

    ნებისმიერი საინვესტიციო პროცესი მოითხოვს საინვესტიციო სტრატეგიას. დღეს არსებული ინვესტიციების ბევრი მონაწილის და უამრავი სტრატეგიის ასრსებობის გამო, მნიშვნელოვანია კარგად გაეცნოთ თითოეულ მათგანს და სწორად შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები ინვესტირების ფორმა და  სტრატეგია მისი განხორციელებისთვის.

    საინვესტიციო პირობებიეს არის რიგი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ საინვესტიციო რესურსების მოზიდვაზე. ასეთი პირობები მოიცავს სურვილებს, ისევე როგორც მზადყოფნას, საკუთარი ბიზნეს იდეების დასაფინანსებლად წყაროების მოძიებას, ასევე  კერძო ინვესტორების სურვილს მოძებნოს დასაფინანსებელი ობიექტი.

    ყველა მხარის პირობების განხილვის და შეთანხმების მიღწევის შემდგომ იდება სამართლებრივი დოკუმენტი, რომელშიც  გაწერილია საინვესტიციო საქმიანობისას მხარეების მიერ შესასრულებელი სამუშაოები და ვალდებულებები.

    ერთობლივი ინვესტიციების განხორციელებისას, როგორც წესი, საინვესტიციო ხელშეკრულება იდება. საინვესტიციო ხელშეკრულება არსებითად არის ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელიც დაიდო იურიდიულ პირებს ან იურიდიულ პირებსა და ინდივიდს შორის, რომელიც  გულისხმობს ერთობლივი ძალისხმევით საერთო მიზნის მიღწევას.

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)