• GEO ENG
  • საივესტიციო პროექტის...

    საივესტიციო პროექტის პრეზენტაცია

    საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ძირითადი მიზანს  წარდგენილი პროექტის   უპირატესობის ყველაზე მძლავრი და ეფექტური დემონსტრირება წარმოადგენს.

    თავის მხრივ საინვეტიციო პროექტი შეიძლება იყოს  იდიალური, მაგრამ  მისი წარმატება და საჭირო ინვესტორების მოზიდვა  პირდაპირაა დამოკიდებული მის პრეზენტაციაზე.  

    საინვესტიციო პროექტის წარმატებულ  პრეზენტაციას შეუძლია რამდენიმე პრობლემის გადაჭრა:

    • პროექტის წარმატებული რეალიზაცია - საინვესტიციო პროექტის განხორციელების ძირითადი საკითხების სტრუქტურირება;
    • პროექტის ეფექტურობის ზრდა;
    • ანალიზისა და გათვლების საფუძველზე საინვესტიციო პროექტის განხორციელების კონკურენტუნარიანობის დასაბუთება და საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა.

    უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო  პროექტის პრეზენტაცია  მისი რეალიზაციის საწყისი ეტაპის მნიშვნელოვანი ნაწილია და ზუსტად მასზეა დამოკიდებული მისი შემდგომი ბედი.

    საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციის ძირითადი მიზნები

    საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაში ხაზი უნდა გაესვას თქვენი პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან და მოგებიან ასპექტებს, მისი მოკლე აღწერა, ასევე სიცოცხლისუნარიანობის დასაბუთება და რაც მთავარია, მისი ეკონომიკური ეფექტურობისა და მომგებიანობის გაანგარიშება.

    ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს  უპირატესობებზე და მოხდეს შედარება თუ რითი ჯობია თქვენი  პროექტი თავის კონკურენტებს.

    ასევე პრეზენტაციამ უნდა დაინტერესდეს გრძელვადიანი ურთიერთობებით

    საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის  მნიშვნელოვანი ასპექტები არის: პოტენციური ინვესტორების კეთილგანწყობის მოპოვება, გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ასევე პროექტის მიმდინარეობის პერიოდში  თქვენთვის საჭირო  ინფორმაციის მიღება.

    საინვესტიციო პროექტის ეფექტური პრეზენტაციის საიდუმლო

    პრეზენტაციის ჩატარებამდე  საჭიროა  გამოიკვლიოთ აუდიტორია და  ის ინვესტორები, რომელთა მოზიდვასაც  აპირებთ.

    ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ინვესტორები ინვესტირებას აკეთებენ  არა იდიაში და ტექნოლოგიაში არამედ დაბანდებას აკეთებენ ბიზნესში, რომელსაც მოგების მოტანა შეუძლია.  ამიტომაც  პრეზენტაციის დროს  აღწერილი უნდა იყოს   პროექტის როგორც ტექნიკური ასევე ფინანსური  მხარეც.

    რათქმაუნდა, პრეზენტაციაში ვერ ჩაატევთ მთელ ინფორმაციას საინვესტიციო პროექტზე, ამიტომ  გამოყავით მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ პრეზენტაციის შემდგომ ინვესტორებს  ექნებათ გარკვეული კითხვები, რომლებზეც პასუხები უნდა გასცეთ.

    საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის სავარაუდო სტრუქტურა:

    • პროექტის სახელი, ავტორები და შემქმნელები;
    • პრობლემის აღწერა, რომლის გადაჭრასაც  თქვენი პროექტის შექმნას;
    • პრობლემის გადაწყვეტის აღწერა. პროდუქტის , ტექნოლოგიის, მომსახურება და ა.შ აღწერა;
    • პროექტის ეტაპების აღწერა. რა  გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს;
    • თქვენი პროდუქციის ან/და მომსახურების  მომხმარებლების და ბაზრის ანალიზი;
    • პროექტის ტექნოლოგიური კომპონენტის აღწერა;
    • პროექტის ეკონომიკური კომპონენტის აღწერა. დაგეგმილი პროექტის ხარჯები, დაგეგმილი მოგება და ა.შ.
    • პროექტის  უპირატესობების აღწერა. კონკურენტების აღწერა;
    • მოკლე ინფორმაცია საინვესტიციო პროექტის შემქმნელების შესახებ;
    • პოტენციურ ინვესტორებისთვის შეთავაზების გაკეთება . დაახლოებითი  ინფორმაცია  საჭირო ინვესტიციის მოცულობის შესახებ.

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)