• GEO ENG
  • საინვესტიციო პროცესი

    საინვესტიციო პროცესი

    საინვესტიციო პროცესი  არის  თითოეული მონაწილის   ღირებულების  შეფასება  და   თითოეული მათგანის  რესურსების  გამოყენება  საინვესტიციო მიზნებისთვის   მოგების  მისაღებად. 

    სამეცნიერო თვალსაზრისით, საინვესტიციო პროცესი განსაკუთრებული სახის ურთიერთობებია, რომელიც  მიმდინარეობს  მასში  მონაწილე სუბიექტებს შორის და რომელიც მიმართულია   საინსვეტეციო რესურსების  გაზრდისკენ, წარმოების  გაფართოებისკენ და სხვა დადებითი ეფექტების მოღებისკენ.

    საინვესტიციო პროცესის  მახასიათებლები შეიძლება იყოს სხვადასხვა. ისინი დამოკიდებულია საინვესტიციო ობიექტის თვისებებზე და საქმიანობის ფორმებზე.

    საინვესტიციო პროცესის არსი, ისევე როგორც ყველა სახის  ინვესტიციის  მდგომარეობს  საბოლოო შედეგის მიღებაში. 

    საინვესტიციო პროცესის ძირითადი ფუნქციები:

    • საინვესტიციო სფეროს ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი,  მისი სამართლებრივი კომპონენტი;
    • საინვესტიციო ბაზრის გამოძიება და მათზე კონკურენცია;
    • საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;
    • საინვესტიციო წყაროების ძიება, ანალიზი და მათი მოზიდვის გზების ძიება;
    • პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების შერჩევა, მათი დაგეგმვა და მენეჯმენტი.

    საინვესტიციო პროცესის მონაწილეები

    ხშირად, საინვესტიციო პროცესში მონაწილეები არიან,როგორც ფიზიკური  ასევე  იურიდიული პირები, რომლებიც  ცდილობენ  საინვესტიციო   კაპიტალის საშუალებით  საკუთარი იდეების განხორციელებას  და  ინვესტორები,რომლებიც აწვდიან მათ საჭირო კაპიტალს.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  საინვესტიციო პროცესი შედგება  სუბიექტებისგან და ობიექტებისგან, რომლებსაც აერთიანებთ  საერთო მიზანი. 

    საინვესტიციო პროცესის ეტაპები

    გამოვყოთ საინვესტიციო პროცესის  ძირითადი ეტაპები, რომლებიც გვხვდება  ყველა სახის საინვესტიციო პროექტებში და ნებისმიერი ტიპის ინვესტირების დროს.

    პირველ ეტაპზე აუცილებელია საინვესტიციო მიზნების განსაზღვრა,  მიმართულების,  მისი რეალიზაციის  გზების და  ინვესტიციის აირჩევა, რაც  დაგეხმარებათ  მიზნის მიღწევაში. ამ ეტაპზე ასევე ხდება- ინვესტიციის მოცულობის განსზღვრა,  ინვესტირების დროის დაწესება, პასუხისმგებლობის  და მოგების  წილის განაწილება.

    მეორე ეტაპი გულისხმობს- საინვესტიციო  პროექტის განხორციელებისთვის საჭირო  ყველა აუცილებელი პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას. ეს გულისხმობს ყველა არსებული კანონის დაცვას,  საჭირო ხელშკრულების დადებას,  ლიცენზიების მიღებას,რომელიც სამუშაოების ჩატარებისას დაგჭირდებათ.

    მესამე და საბოლოო ეტაპი მისი კონტროლი და მართვაა.  ყველა საჭირო ნორმის დაცვა  და არსებობის შემთხვევაში, საინვესტიციო პროცესში ჩარევა და   წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა. ამ ეტაპის  შედეგი  მოგების მიღებაა.

     საინვესტიციო პროცესში შემავალი  ქმედებების მოკლე ჩამონათვალი:

    • მიზანის განსაზღვრა და მისი განხორციელების საჭიროების იდენტიფიცირება;
    • საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება, ეკონომიკურად დასაბუთებული ინვესტიცია;
    • დაფინანსების წყაროების მოძიება და მოზიდვა;
    • ფინანსური, მატერიალური და სხვა საჭირო რესურსების უზრუნველყოფა;
    • საინვესტიციო დაზღვევა;
    • მართვა და კონტროლი;
    • შედეგების შეფასება.

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)