• GEO ENG
  • საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხორციელდება კაპიტალდაბანდებები; იგი ასევე შეიცავს აუცილებელ საპროექტო-საანგარიშო დოკუმენტაციას, რომელიც შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და დამტკიცებულია დადგენილი წესრიგით განსაზღვრული სტანდარტებით. საინვესტიციო პროექტი, ასევე მოიცავს პრაქტიკული ქმედებების აღწერას, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ინვესტიციები (ბიზნეს-გეგმა).

    საინვესტიციო პროექტი – წარმოადგენს ეკონომიკურ ან სოციალურ პროექტს, რომელიც ემყარება ინვესტიციებს;

     საინვესტიციო პროექტების ობიექტების კლასიფიკაცია:

    კატეგორიაში საინვესტიციო პროექტი შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი ობიექტი: შენობა, მიწის ნაკვეთი, ან საწარმოს რეკონსტრუქციის პროექტი.
    • საწარმოო;
    • სამეცნიერო-ტექნიკური;
    • კომერციული;
    • ფინანსური;
    • ეკონომიკური;
    • სოციალურ-ეკონომიკური;

    რაზეა დამოკიდებული საინვესტიციო პროექტის წარმატება?

    ნებისმიერ საინვესტიციო პროექტს სხვადასხვა  თავისებურებები გააჩნია.  საინვესტიციო პროექტის შეფასებისას,  ყურადღება უნდა მივაქციოთ ობიექტის საინვესტიციო ღირებულებას. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მშენებლობის ღირებულება, წყაროები საინვესტიციო პროექტის დასაფინანსებლად.

    ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია – სამომავლოდ, საინვესტიციო პროექტიდან მიღებული მოგების სიდიდე, პროექტის რენტაბელობა, საინვესტიციო პროექტის საიმედოობისა და ეკონომიკური ეფექტურობის ასამაღლებლად.

    ამის გარდა არსებობს სხვა, უამრავი ნიუანსი. საინვესტიციო პროექტების ეფექტურობის ანალიზით მაღალკვალიფიკაციური პირი უნდა დაკავდეს.

    საინვესტიციო პროექტის   მნიშვნელობა ეკონომიკისთვის

    საინვესტიციო პროექტები სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე. გლობალური საინვესტიციო პროექტები ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო სახალხო-სამეურნეო პროექტები – ერთ, რომელიმე ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე. მსხვილმასშტაბიანი საინვესტიციო პროექტების რეალიზება მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ცალკეულ დარგსა თუ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ ან ეკოლოგიურ სიტუაციაზე.

     

    საინვესტიციო პროექტი- ბიზნეს გეგმის შემუშავება

    საინვესტიციო პროექტების განხორციელება – საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

    უნდა ვიცოდეთ, რომ საინვესტიციო პროექტი – ეს არის ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ხორციელდება ფინანსური მოგების, ან სხვა სახის სასარგებლო ეფექტის მისაღებად.

    საინვესტიციო დაგეგმვა (დაგეგმვა საჭიროა საინვესტიციო პროექტის ყველა ეტაპზე) – ეს არის მოწესრიგებული პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება და გადამუშავება პროექტის შემუშავების მიზნით, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს მიზნების მიღწევისთვის საჭირო მაჩვენებლებს.

    რაც შეეხება ბიზნეს-გეგმას -ის  წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს მომავალი საქმიანობის ყველა ძირითადი ასპექტი და გაანალიზებული ყველა ის პრობლემა, რომელსაც კი შეიძლება შეხვდეთ მომავალ საქმიანობაში, ამ პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო ხერხებისა და მეთოდების ანალიზით.

    კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის  მოგვმართეთ

    მისამართი:ვ. ჯორბენაძის ქ. 19, საქართველო, თბილისი 0103

    ელ. ფოსტა: info@delta-capital.ge

    ტელეფონი:  (+995) 32 277-66-55

     

    TOP სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. ამასთან...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (9)
    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხვევაში მაღალბიუჯეტიანი კომპანი...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (8)
    საინვესტიციო პროექტი...

    საინვესტიციო პროექტი - ბიზნეს-გეგმა

    საინვესტიციო პროექტი – ეს არის ბაზისი, რომელსაც ემყარება კონკრეტულ მოვლენათა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვლა; საინვესტიციო პროექტი განსაზღვრავს მოცულობასა და ვადებს, რომლის მიხედვითაც ხ...

    • 2018-10-05
    • კომენტარი (3)