• GEO ENG
  • სესხები

    შპს „დელტა კაპიტალი“ ახდენს პროექტებისა და კომპანიების დაფინანსებას სესხების მეშვეობით. სესხის გაცემის საფუძველს წარმოადგენს პროექტის  მოსალოდნელი ფულადი სახსრების მოძრაობა და კლიენტის გადახდისუნარიანობა შეთანხმებულ პერიოდში. შპს „დელტა კაპიტალის“ სესხები განსაზღვრულია ვალუტაში, რომლის მიმართ ხდება ყველა მსოფლიო ვალუტის შეფასება - „აშშ დოლარი“.

    კაპიტალში ინვესტირება

    შპს „დელტა კაპიტალი“ აფინანსებს კომპანიებს კაპიტალში ინვესტირების გზით, აღნიშნული უზრუნველყოფს განვითარების მხარდაჭერასა და დინამიურ ზრდას, რაც ესაჭიროება კერძო მეწარმეებს. კაპიტალში ინვესტირების საფუძველს წარმოადგენს პროექტის  მოსალოდნელი ფულადი სახსრების მოძრაობა და კლიენტის ან/და კომპანიის  წილის/აქციების წინასწარ შეთანხმებული პირობებით უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა. ინვესტიციის პირობები დამოკიდებულია რისკებსა და მოსალოდნელ შემოსავლიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია თითოეულ პროექტთან. აგრეთვე, მნიშვნელოვანია დასაფინანსებელი კომპანიის კაპიტალური სტრუქტურა.