• GEO ENG
  • შეტყობინების გაგზავნა

  • X
  • სახელი

    ელ.ფოსტა

    ტექსტი

    სესხი

    „დელტა კაპიტალი“ აფინანსებს ყველა კომპანიას, რომლებიც წარმატებულად ოპერირებენ ბაზარზე და გააჩნიათ სწრაფი ზრდის პერსპექტივა.

    „დელტა კაპიტალი“-ს მიზნობრივ ჯგუფს არ წარმოადგენს Start-Up კომპანიები. ამასთანავე, განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, „დელტა კაპიტალი“ სთავაზობს დაფინანსებას ვენჩურული კაპიტალით.

    ამჟამად, „დელტა კაპიტალი“ ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. უახლოეს მომავალში, ჩვენი სტრატეგიული ხედვა მოიცავს ევრაზიის განვითარებად და განვითარებილ  ქვეყნებში შესვლას.

    „დელტა კაპიტალი“-ს სესხები განსაზღვრულია ვალუტაში, რომლის მიმართ ხდება ყველა მსოფლიო ვალუტის შეფასება - „აშშ დოლარი“.

    სესხით დაფინანსება ხორციელდება 100,000$ - 3,000,000$. თუმცა, აღნიშნული დიაპაზონიდან გამონაკლისი დასაშვებია კონკრეტულ შემთხვევებში.

    დელტა კაპიტალის სესხები დაფუძნებულია მიმდინარე საბაზრო განაკვეთებზე და მათი განსაზღვრა ხდება კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებით. გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს შეთანხმების საგანს კლიენტთან.

    სესხის უზრუნველსაყოფად „დელტა- კაპიტალი“  იყენებს ისეთ უზრუნველყოფის ღონისძიებებეს, როგორიცაა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, მოძრავი ქონების/კომპანიის წილების გირავნობით დატვირთვა. სესხის უზრნველყოფის საშუალებად ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას მსესხებლის ალტერნატიული აქტივები ან/და მოხდეს სესხის კონვერტაცია წილებში.

    „დელტა კაპიტალის“ ვებ-გვერდზე იხილეთ „პროექტის წარდგენა“, სადაც დეტალურად გაეცნობით თუ რა ინფორმაციის წარმოდგენაა სავალდებულო, რათა მოხდეს პროექტის განხილვა. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.