• GEO ENG
  • რატომ ჩვენ?

    დელტა კაპიტალი მაღალპროფესიული სტანდარტების მქონე კომპანიაა, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიებს და მაქსიმალურად ხელს უწყობს გახდნენ კონკურენტუნარიანები ბიზნესის შესაბამის სეგმენტში.

    კომპანია ორიენტირებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება-გაფართოებაზე, ისე განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ კომპანიებზე, რომელთაც გააჩნია მინიმუმ ორწლიანი ოპერირება და მზარდი პოტენციალი.

    დელტა კაპიტალი მომსახურების მაღალი სტანდარტისა და სტაბილური განვითარებისა გარანტია.

    ჩვენი უპირატესობები

    01

    პროექტზე მორგებული დაფინანსება

    ინვესტიცია გაიცემა ბიზნეს პროექტების დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. პროექტის ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ვახდებთ თქვენი უნიკალური მიზნებისა და მისწრაფებების გაგებას და შესაბამისი ფინანსური სტრატეგიის შემუშავებას.

    02

    ჩვენი საპარტნიორო ქსელი

    დელტა კაპიტალის პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ ცნობილი ფინანსური და საკონსულტაციო კომპანიები, რაც დასაფინანსებელ კომპანიებს დამატებით საშუალებას მისცემს მიიღონ ექსპერტული ცოდნა ბიზნესის საკითხებში.

    03

    პირდაპირი კომუნიკაცია

    საიმედო პარტნიორობა ასევე გულისხმობს კლიენტებთან პირდაპირ კომუნიკაციას. დელტა კაპიტალი მუდმივად ითვალისწინებს კლიენტების მოსაზრებებს და ახდენს კლიენტის სრულ ჩართულობას საინვესტიციო პროცესში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროცესის გამჭვრივალობას.

    მისია და მიზანი

    ჩვენი მისიაა დავეხმაროთ საქართველოში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესს დასახული მიზნების მიღწევაში. ფინანსური ინსტრუმენტების მრავალფეროვნება და გამოცდილი, მაღალპროფესიონალი გუნდის თანადგომა საშუალებას იძლევა მოხდეს აღნიშნული სეგმენტის სწრაფი ზრდა და განვითარება, რაც საბოლოოდ დაეხმარება კომპანიებს გახდნენ ბაზრის ძლიერი მოთამაშეები და თავი დაიმკვიდრონ მსოფლიო ეკონომიკურ ასპარეზზე.

    „დელტა კაპიტალის“ მიზანია საქართველოს ბაზარზე მოიპოვოს მეტი სანდოობა და გახდეს მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტის საიმედო ფინანსური პარტნიორი, ერთგული მეგობარი და სტრატეგიული მრჩეველი; დაეხმაროს კომპანიებს  გამოიყენონ ბაზრის პოტენციალი დასახული მიზნების მისაღწევად.