• GEO ENG
  • შეტყობინების გაგზავნა

  • X
  • სახელი

    ელ.ფოსტა

    ტექსტი

    რატომ ჩვენ?

    დელტა კაპიტალი მაღალპროფესიული სტანდარტების მქონე კომპანიაა, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიებს და მაქსიმალურად ხელს უწყობს გახდნენ კონკურენტუნარიანები ბიზნესის შესაბამის სეგმენტში.

    კომპანია ორიენტირებულია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება-გაფართოებაზე, ისე განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ კომპანიებზე, რომელთაც გააჩნია მინიმუმ ორწლიანი ოპერირება და მზარდი პოტენციალი.

    დელტა კაპიტალი მომსახურების მაღალი სტანდარტისა და სტაბილური განვითარებისა გარანტია.

    ჩვენი უპირატესობები

    01

    პროექტზე მორგებული დაფინანსება

    ინვესტიცია გაიცემა ბიზნეს პროექტების დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე. პროექტის ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ვახდებთ თქვენი უნიკალური მიზნებისა და მისწრაფებების გაგებას და შესაბამისი ფინანსური სტრატეგიის შემუშავებას.

    02

    ჩვენი საპარტნიორო ქსელი

    დელტა კაპიტალის პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ ცნობილი ფინანსური და საკონსულტაციო კომპანიები, რაც დასაფინანსებელ კომპანიებს დამატებით საშუალებას მისცემს მიიღონ ექსპერტული ცოდნა ბიზნესის საკითხებში.

    03

    პირდაპირი კომუნიკაცია

    საიმედო პარტნიორობა ასევე გულისხმობს კლიენტებთან პირდაპირ კომუნიკაციას. დელტა კაპიტალი მუდმივად ითვალისწინებს კლიენტების მოსაზრებებს და ახდენს კლიენტის სრულ ჩართულობას საინვესტიციო პროცესში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროცესის გამჭვრივალობას.

    ჩვენი გუნდი

    დელტა კაპიტალის მმართველ გუნდს წარმატებული ბიზნეს პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც პერსპექტიული პრო...

    პაატა ქიქოძე

    მმართველი პარტნიორი

    დავით ხუბულური

    პარტნიორი

    ანდრეი ცქიტიშვილი

    საინვესტიციო დირექტორი (CIO)

    ანა პაპკიაური

    იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

    ხშირად დასმული კითხვები

    როგორ მივიღო დაფინანსება?

    „დელტა კაპიტალის“ ვებ-გვერდზე იხილეთ „პროექტის წარდგენა“, სადაც დეტალურად გაეცნობით თუ რა ინფორმაციის წარმოდგენაა სავალდებულო, რათა მოხდეს პროექტის განხილვა. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

    ...

    რა თანხის ოდენობით ხორციელდება კაპიტალში ინვესტირება?

    კაპიტალში ინვესტირება ხორციელდება 100,000$ - 2,000,000$. თუმცა, აღნიშნული დიაპაზონიდან გამონაკლისი დასაშვებია კონკრეტულ შემთხვევებში.

    ...

    რა ვალუტაში ხორციელდება კაპიტალში ინვესტირება?

    კაპიტალში ინვესტირება განსაზღვრულია „აშშ დოლარში“. თუმცა, ინვესტირება ხორციელდება ექვივალენტით ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონით.

    ...

    რითია შესაძლებელი სესხის უზრუნველყოფა?

    სესხის უზრუნველსაყოფად „დელტა- კაპიტალი“  იყენებს ისეთ უზრუნველყოფის ღონისძიებებეს, როგორიცაა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, მოძრავი ქონების/კომპანიის წილების გირავნობით დატვირთვა. სესხის უზრნველყოფის საშუალებად ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას მსესხებლის ალტერნატიული აქტივები ან/და მოხდეს სესხის კონვერტაცია წილებში.

    ...

    რა პროცენტში ხდება სესხის გაცემა?

    დელტა კაპიტალის სესხები დაფუძნებულია მიმდინარე საბაზრო განაკვეთებზე და მათი განსაზღვრა ხდება კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებით. გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს შეთანხმების საგანს კლიენტთან.

    ...

    რა თანხის ოდენობით ხორციელდება სესხით დაფინანსება?

    სესხით დაფინანსება ხორციელდება 100,000$ - 3,000,000$. თუმცა, აღნიშნული დიაპაზონიდან გამონაკლისი დასაშვებია კონკრეტულ შემთხვევებში.

    ...

    რა ვალუტაში ხორციელდება სესხის გაცემა?

    „დელტა კაპიტალი“-ს სესხები განსაზღვრულია ვალუტაში, რომლის მიმართ ხდება ყველა მსოფლიო ვალუტის შეფასება - „აშშ დოლარი“.

    ...

    სად ოპერირებს „დელტა კაპიტალი“?

    ამჟამად, „დელტა კაპიტალი“ ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. უახლოეს მომავალში, ჩვენი სტრატეგიული ხედვა მოიცავს ევრაზიის განვითარებად და განვითარებილ  ქვეყნებში შესვლას.

    ...

    აფინანსებს თუ არა „დელტა კაპიტალი“ Start-Up კომპანიებს?

    „დელტა კაპიტალი“-ს მიზნობრივ ჯგუფს არ წარმოადგენს Start-Up კომპანიები. ამასთანავე, განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, „დელტა კაპიტალი“ სთავაზობს დაფინანსებას ვენჩურული კაპიტალით.

    ...

    ვის აფინანსებს „დელტა კაპიტალი“?

    „დელტა კაპიტალი“ აფინანსებს ყველა კომპანიას, რომლებიც წარმატებულად ოპერირებენ ბაზარზე და გააჩნიათ სწრაფი ზრდის პერსპექტივა.

    ...

    სიახლეები

    რა არის ინვესტიციები...

    რა არის ინვესტიციები და რა როლი აქვთ მათ ეკონომიკაში

    ინვესტიციები თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. სიტყვა ინვესტიცია ლათინური წარმოშობისაა (investire - შემოსვა) და ნიშნავს კაპიტალის ხანგრძლივ დაბანდებას ეკონომი...

    2018-10-05

    კომენტარი (9)

    მცირე ბიზნესში ინვეს...

    მცირე ბიზნესში ინვესტირება

    დამწყები ინვესტორების და საინვესტიციო კომპანიების უმრავლესობა  ფულს მცირე ბიზნესში აბანდებს. რატომ არის მცირე ბიზნესში ინვესტირება მომგებიანი? შირ შემთხ...

    2018-10-05

    კომენტარი (8)

    საინვესტიციო პროცესი

    საინვესტიციო პროცესი

    საინვესტიციო პროცესი  არის  თითოეული მონაწილის   ღირებულების  შეფასება  და   თითოეული მათგანის  რესურსების  გამოყენება&n...

    2018-10-05

    კომენტარი (0)

    რა არის ინვესტირება?...

    რა არის ინვესტირება?!

    ინვესტირება— ეს არის კაპიტალის დაბანდება  ეკონომიკურ საქმიანობაში მოგების და სოციალური ეფექტის მიღების მიზნით.  ინვესტირების მრავალი ობიექტი და სფ...

    2018-10-05

    კომენტარი (0)

    საივესტიციო პროექტის...

    საივესტიციო პროექტის პრეზენტაცია

    საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ძირითადი მიზანს  წარდგენილი პროექტის   უპირატესობის ყველაზე მძლავრი და ეფექტური დემონსტრირება წარმოადგენს. თავის მხრი...

    2018-10-05

    კომენტარი (1)